თუკი კოპროდიუსერის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, თანაწარმოების კინომატოგრაფიული ნაწარმოები ნაჩვენები უნდა იქნეს საერთაშორისო ფესტივალებზე იმ ქვეყნის მიერ, რომლის შენატანის ხვედრითი წილი ყველაზე მეტია, ან, თანაბარი შენატანების შემთხვევაში, იმ ქვეყნის მიერ, რომლის წარმომადგენელიც არის ფილმის რეჟისორი.
16 – კონვენციის მოქმედება
1. წინამდებარე კონვენცია ცვლის ევროპის კონვენციას კინემატოგრაფიულ თანაწარმოებაზე, რომელიც ხელმოსაწერად გახსნილ იქნა 1992 წლის 2 ოქტომბრიდან, მასზე ხელმომწერი ქვეყნებისათვის.
2. წინამდებარე კონვენციაზე ხელმომწერ და 1992 წლის კონვენციაზე ხელმომწერი იმ მხარისათვის, რომელსაც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია, ურთიერთობას არეგულირებს 1992 წლის კონვენცი