1. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, განსაზღვროს წინამდებარე კონვენციის მოქმედების ტერიტორიული მოქმედების არეალი კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ინსტრუმენტების შესახებ განაცხადის გაკეთების დროს.
2. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება ნებისმიერ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე განავრცოს წინამდებარე კონვენციის ტერიტორიული მოქმედების არეალი. ზემოაღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით კონვენცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ წერილობითი მიმართვის მიღებიდან სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომი თვის პირველი რიცხვიდან.
3. წინა ორ პუნქტთან დაკავშირებული ნებისმიერი წერილობითი განაცხადი ტერიტორიული არეალის შესახებ შეიძლება გაუქმდეს გენერალური მდივნისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. გაუქმება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ წერილობითი მიმართვის მიღებიდან სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომი თვის პირველი რიცხვიდა