ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც მიუერთდნენ ან რომელთაც მოეწოდათ, მიერთებოდნენ მოცემულ კონვენციას შემდეგ საკითხებზე:

ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

ბ) რატიფიკაციის, აღიარების ან დამტკიცების ინსტრუმენტების დეპოზიტირების შესახებ;

გ) კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღი მე-19, მე-20 და 21-ე მუხლების შესაბამისად;

დ) ნებისმიერი წინაპირობის და წინაპირობის მოხსნა  22-ე მუხლის შესაბამისად;

ე) ნებისმიერი განცხადება, რომელიც განსაზღვრულია მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად;

ვ) ნებისმიერი დენონსაციის შეტყობინება 23-ე მუხლის თანახმად;

ზ) ნებისმიერი სხვა აქტი, წერილობითი შეტყობინება თუ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მხარეებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შედგენილია როტერდამში, 2017 წლის 30 იანვარს, ინგლისურ- და ფრანგულენოვან ერთ ეგზემპლარად, რომელიც განთავსდება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი კონვენციის დამოწმებულ ასლს გაუგზავნის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში ნახსენებ ყველა სახელმწიფოს და აგრეთვე, ევროპის კავშირს და ყველა იმ ქვეყანას, რომელთაც მოეწოდათ კონვენციაზე მიერთებისაკენ.

დამატება 1 – განაცხადის პროცედურა

კოპროდიუსერებმა, რომლებიც დაფუძნებულნი არიან კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე, კონვენციით მინიჭებული უფლებებით სარგებლობისათვის, ფილმის გადაღებების დაწყებამდე ან ანიმაციაზე მუშაობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტები გადაღების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოებისათვის რათა ისინი დაუკავშირდნენ სხვა მხარეებს:

–   ინფორმაცია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით;

– ფილმის სინოპსისი;

– ტექნიკური და მხატვრული წილის ნუსხა ყველა მონაწილე ქვეყნიდან;

– დეტალური ხარჯთაღრიცხვა და დაფინანსების გეგმა;

–   კინემატოგრაფიული პროდუქციის წარმოების გეგმა;

– კოპროდიუსერებს შორის დადებული კოპროდუქციის კონტრაქტი (ე.წ. deal memo). ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს დებულებებს კოპროდიუსერებს შორის შემოსავლებისა და ტერიტორიების განაწილების შესახებ.

კოპროდუქციის რეჟიმი საბოლოო მინიჭება ხდება ფილმის წარმოების დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს განსახილველად წარედგინება წარმოების საბოლოო დოკუმენტაცია, კერძოდ:

– სრული ინფორმაცია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით;

– სცენარის საბოლოო ვერსია;

– ტექნიკური და მხატვრული წილის საბოლოო ნუსხა ყველა მონაწილე ქვეყნიდან;

– საბოლოო ხარჯთაღრიცხვა;

– დაფინანსების საბოლოო გეგმა;

– კოპროდიუსერებს შორის დადებული კონტრაქტი კოპროდუქციაზე. ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს დებულებებს კოპროდიუსერებს შორის შემოსავლებისა და ტერიტორიების განაწილების შესახებ.

კოპროდუქციის რეჟიმის მისანიჭებლად მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს უფლება აქვთ, მოითხოვონ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით.

განცხადება რეჟიმის მოთხოვნის შესახებ წარდგენილ უნდა იქნას იმ კომპეტენტური ორგანოების ენაზე, რომელთაც ის წარედგინება.

დოკუმენტების მიღებისთანავე ქვეყნების კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთმანეთს უნდა გადაუგზავნონ განცხადებები და თანდართული დოკუმენტები. იმ ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, რომელსაც მინიმალური ფინანსური შენატანი აქვს პროექტში, არ უნდა წარადგინოს თავისი თანხმობა სანამ ასეთ თანხმობას არ წარადგენს ქვეყანა მაქსიმალური შენატანით.

დამატება II – კინემატოგრაფიული კოპროდუქციის განსაზღვრება

1. ფიქციური კინემატოგრაფიული ნაწარმოები კვალიფიცირდება, როგორც ოფიციალური კოპროდუქცია, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუკი იგი აკმაყოფილებს 16 ქულას ქვემოთ ნაჩვენები 21-დან, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმების მიხედვით.

2. კოპროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომპეტენტურ ორგანოებს უფლება აქვთ, შეთანხმების შემდეგ კოპროდუქციის რეჟიმი მიანიჭონ ნაწარმოებს, რომელიც ჩამოთვლილი 21-დან 16-ზე ნაკლებ ქულას აკმაყოფილებს.

კონვენციის მხარე ქვეყნების წილი

შეფასების ქულა

რეჟისორი

სცენარისტი

კომპოზიტორი

პირველი როლი

მეორე როლი

მესამე როლი

ოპერატორი

ხმის რეჟისორი

მონტაჟის რეჟისორი

კოსტუმებისა და დეკორაციის მხატვარი

სტუდია და გადასაღები მოედანი

ვიზუალური ეფექტებისა და სინთეზური გამოსახულების ადგილი

პოსტპროდუქციის ადგილი

NB : პირველი, მეორე და მესამე როლები კვალიფიცირდება გადაღების დღეების დასრულების შემდეგ.

4

3

1

3

2

1

1

1

1

1

1

1

1

1

21

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოფიციალურად თანაწარმოებულ ანიმაციურ ფილმად კვალიფიცირდება ფილმი, რომელიც დააგროვებს ქვემოთ ჩამოთვლილი 23 ქულიდან 15-ს.

4. კოპროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომპეტენტურ ორგანოებს შეთანხმების შემდეგ შეუძლიათ კოპროდუქციის რეჟიმი მიანიჭონ ფილმებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ 15 ქულას.

კონვენციის მხარე ქვეყნების წილი

შეფასების ქულა

კონცეფცია

სცენარი

პერსონაჟების კონცეფციები

მუსიკალური კომპოზიცია

რეჟისურა

„სთორიბორდი“

დეკორაციის მხატვარი

ციფრული ფონები

სცენების განხორციელება (2D) ან სცენების განხორციელება და პრევიზუალიზაცია („კამერაბლოკები“) (3D)

ხარჯების 75 % კონვენციის მხარე ქვეყნებშია განხორციელებული

სუფთა ასლის, ინტერვალებისა და ფერებთან დაკავშირებული სამუშაოების 75 პროცენტი განხორციელებულია კონვენციის მხარე ქვეყნებში (2D) ან

ფერებთან დაკავშირებული, განათების, გადაბმის (rigging), მოდელიზაციისა და ტექსტურიზაციის სამუშაოების 75 % განხორციელებულია კონვენციის მხარე ქვეყნებში (3D)

გამოსახულების კომპოზიცია ან კამერა

მონტაჟი

ხმა

1

2

2

1

2

2

1

1

2

3

1

1

1

23

5. მე-3 მუხლის გ პუნქტის თანახმად, ოფიციალურად თანაწარმოებულ დოკუმენტურ ფილმად კვალიფიცირდება ფილმი, რომელიც დააგროვებს ქვემოთ ჩამოთვლილი ქულების 50 %-ს.

6. კოპროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომპეტენტურ ორგანოებს შეთანხმების შემდეგ შეუძლიათ კოპროდუქციის რეჟიმი მიანიჭონ ფილმებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ჩამოთვლილი ქულების 50 %-ს.

კონვენციის მხარე ქვეყნების წილი

შეფასების ქულა

რეჟისორი

სცენარისტი

კამერა

მონტაჟის რეჟისორი

მკვლევარი

კომპოზიტორი

ხმის რეჟისორი

გადაღების ადგილი

პოსტპროდუქციის ადგილი

ვიზუალური ეფექტების ან სინთეზური გამოსახულების დამზადების ადგილი

4

1

2

2

1

1

1

1

2

1