1. თანაწარმოებისა და კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გავრცელების მხარდაჭერის ევროპული ფონდის ხელმძღვანელი კომიტეტი „ევრიმაჟი“ პასუხისმგებელია წინამდებარე კონვენციის ასრულების მონიტორინგზე.
2. წინამდებარე კონვენციაზე ხელმომწერი მხარე, რომელიც არ არის „ევრიმაჟის“ წევრი, შესაძლოა „ევრიმაჟის“ ხელმძღვანელ კომიტეტში წარმოდგენილ იქნეს ხმის უფლებით იმ შემთხვევაში, როდესაც კომიტეტი აღასრულებს წინამდებარე კონვენციის მიერ მინიჭებულ ვალდებულებებს.
3. კონვენციის ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად, „ევრიმაჟის“ ხელმძღვანელ კომიტეტს უფლება აქვს:
ა) მხარეებს შორის გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, გააკეთოს შეთავაზებები;
ბ) ამ მხრივ აზრი გამოთქვას წინამდებარე კონვენციის აღსრულებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და სპეციფიური რეკომენდაციები ჩამოაყალიბოს მხარეებისათვის.
4. კინემატოგრაფიულ ინდუსტრიაში მიმდინარე პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად წინამდებარე კონვენციის დამატებები I-ისა და II-ის განახლების მიზნით, თითოეულ მხარეს შეუძლია ცვლილებების შეთავაზება მინისტრთა კომიტეტის ან თანაწარმოებისა და კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გავრცელების მხარდაჭერის ევროპული ფონდის ხელმძღვანელი კომიტეტი „ევრიმაჟის“ მეშვეობით. აღნიშნული შემოთავაზებების შესახებ მხარეებს უნდა დაუკავშირდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ.
5. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტს უფლება აქვს, მე-4 პუნქტის თანახმად დაამტკიცოს ცვლილება უმრავლესობით, ევროპის საბჭოს დებულების მე-20 „დ“ მუხლის თანახმად. ცვლილება ძალაში შევა მხარეებისათვის მისი გადაცემიდან ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის განმავლობაში ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, წერილობით აცნობოს გენერალურ მდივანს იმ შენიშვნების შესახებ, რომელიც აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აქვს.
6. თუკი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ცვლილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შენიშვნების შესახებ აცნობა მესამე პირმა, რომელიც მხარეებთან არის დაკავშირებული, აღნიშნული ცვლილება ძალაში არ შევა.
7. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებთან დაკავშირებულ მესამე პირთაგან ერთ მესამედზე ნაკლებმა გამოთქვა პრეტენზია ცვლილებასთან დაკავშირებით, ცვლილება ძალაში შევა იმ მხარეთათვის, რომლებსაც პრეტენზია არ ჰქონიათ.
8. როდესაც ცვლილება ძალაშია შესული, ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 და მე7 პუნქტების მიხედვით, და რომელიმე მხარე პრეტენზიას გამოთქვამს ცვლილებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ცვლილება მოცემული მხარისათვის ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის წერილობითი ფორმით ცვლილების მისაღებობის შესახებ ცნობების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თითოეულ მხარეს, რომელმაც შენიშვნა წერილობითი ფორმით გამოთქვა, უფლება აქვს შენიშვნა გააუქმოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის წერილობითი მიმართვის გაგზავნის შედეგად.
9. თუკი მინისტრთა კომიტეტი ცვლილებას დაამტკიცებს, რომელიმე სახელმწიფოს ან ევროპის კავშირს უფლება არ აქვთ იყვნენ კონვენციის მხარეები, თუ არ თანხმდებიან აღნიშნულ ცვლილება