1. მხარეებს შორის კინემატოგრაფიული ურთიერთობებისას შენარჩუნებულ უნდა იქნეს საერთო ბალანსი, სადაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც ინვესტიციის ჯამური რაოდენობა, ასევე კინემატოგრაფიულ პროდუქციაში სამხატვრო და ტექნიკური მონაწილეობა.
2. შესაბამისი პერიოდის შემდეგ მხარეს, რომელიც უკმაყოფილო იქნება თანაწარმეობის ურთიერთობებით ერთ ან მეტ მხარესთან, უფლება აქვს შეაჩეროს შემდგომი თანაწარმეობა, სანამ არ აღდგება კინემატოგრაფიული ურთიერთობების ბალანსი მხარეებთა