1. თითოეული კოპროდიესერის წილი უნდა ითვალისწინებდეს ეფექტურ ტექნიკურ და სამხატვრო მონაწილეობას. მხარეების საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, კოპროდიუსერების შემოქმედებითი, ტექნიკური და სამხატვრო, აგრეთვე სამსახიობო და აპარატურის წილი პროპორციული უნდა იყოს მათი ინვესტიციის.

2. მხარეების საერთაშორისო ვალდებულებებიდან და ფილმის სცენარიდან გამომდინარე, ფილმის გადაღებაში ჩართული სამსახიობო და ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს თანაწარმოების პარტნიორი ქვეყნების მოქალაქე და პოსტპროდუქციაც ჩვეულებრივ უნდა განხორციელდეს ამ ქვეყნებშ