1. მოცემული კონვენცია მართავს ურთიერთობებს მხარეებს შორის მრავალმხრივი თანაწარმოების სფეროში, რომელიც ხორციელდება მხარეების ტერიტორიაზე.

2. მოცემული კონვენცია შეეხება:

ა) თანაწარმოებას, რომელშიც ჩართულია სულ ცოტა სამი კოპროდიუსერი და შექმნილია კონვენციის სამი სხვადასხვა მხარის მიერ; და

ბ) თანაწარმოებას, რომელშიც ჩართულია სულ ცოტა სამი კოპროდიუსერი და შექმნილია კონვენციის სამი სხვადასხვა მხარის მიერ და ერთი ან მეტი კოპროდიუსერი, რომელიც არ არის დაფუძნებული ამ მხარეების მიერ. იმ კოპროდიუსერთა მთლიანი წილი, რომლებიც არ არიან დაფუძნებული კონვენციის მხარეების  მიერ, არ უნდა აღემატებოდეს პროდუქციის საერთო ღირებულების  30%-ს.

ყველა შემთხვევაში  კონვენცია მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთობლივი პროდუქცია პასუხობს კინემატოგრაფიული თანაწარმოების განსაზღვრებას, რომელიც მოცემულია ქვემოთ, მე-3 მუხლის  „გ“ პუნქტში.

3. მხარეებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების დებულებები უნდა ესადაგებოდეს ორმხრივ თანაწარმოებას.

მრავალმხრივი თანაწარმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ მოცემული კონვენციის დებულებებს იმ ორმხრივი ხელშეკრულებების დებულებებზე, რომლებიც კონვენციის მხარეებს შორის არის დადებული, ორმხრივი თანაწარმეობის დებულებები რჩება ძალაში, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგება კონვენციის დებულებებს.

4. იმ შემთხვევაში, თუკი არ არსებობს შეთანხმება, რომელიც წინამდებარე კონვენციაზე ხელმომწერ მხარეთა შორის ორმხრივ ურთიერთობებს აწესრიგებს, კონვენცია აწესრიგებს ზემოაღნიშნულ ურთიერთობებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, რომელიმე მხარემ 22-ე მუხლის თანახმად წინასწარ განსაზღვრა ურთიერთობის პირობებ