ამ კონვენციის მიზნებისთვის:
ა. ტერმინი „კინემატოგრაფიული პროდუქცია“ ნიშნავს ნებისმიერი ხანგრძლივობისა და ნებისმიერ მატარებელზე არსებულ ნაწარმოებს, განსაკუთრებით ისეთ კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებს, როგორებიცაა ფიქციური, ანიმაციური და დოკუმენტური ნაწარმოებები, რომელიც ესადაგება კინოინდუსტრიის წარმმართველ დებულებებს მხარეების ტერიტორიებზე და გამიზნულია კინოთეატრებში ჩვენებისათვის;
ბ. ტერმინი „კოპროდიუსერები“ ნიშნავს კინემატოგრაფიულ კომპანიებს ან მწარმოებლებს (პროდიუსერებს), რომლებიც დაფუძნებული არიან კონვენციის წევრი ქვეყნების (მხარეების) ტერიტორიებზე და დაკავშირებულნი არიან თანაწარმოების კონტრაქტით.
გ. ტერმინი „ოფიციალურად თანაწარმოებული კინემატოგრაფიული პროდუქცია“ (შემდგომში – „ფილმი") ნიშნავს კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელიც პასუხობს იმ პირობებს, რომლებიც განსაზღვრულია დამატებაში (II), რომლებიც შეადგენს მოცემული კონვენციის განუყოფელ ნაწილს.
დ. ტერმინი „მრავალმხრივი თანაწარმოება“ ნიშნავს ისეთ კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელიც შექმნილია სულ ცოტა სამი თანამწარმოებლის მიერ, როგორც განსაზღვრულია ზემოთ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.