1. კინემატოგრაფიულ ნაწარმოებთა თანაწარმოება ექვემდებარება მხარეთა იმ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დამტკიცებას, რომლის ტერიტორიაზეც ის არის დაფუძნებული, რასაც წინ უნდა უძღვოდეს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებთან კონსულტაციები და დაცული უნდა იქნეს პროცედურა, რომელიც ჩამოყალიბებულია დამატებაში (I). დამატებები წარმოადგენს მოცემული კონვენციის განუყოფელ ნაწილს.

2. განაცხადი კოპროდუსერის  სტატუსის  მოსაპოვებლად  წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში იმ პროცედურის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია დამატებაში (I). ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ითვლება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამხატვრო, ფინანსური ან ტექნიკური სახის პრობლემების შედეგად საწყის ეტაპზევე კრახს განიცდის წამოწყება.

3. პროექტებს, სადაც აშკარად არის გამოხატული პორნოგრაფია, შეიცავს ძალადობის, დისკრიმინაციის ან სიძულვილის პროპაგანდას ან ადამიანთა ღირსების შელახვას, არ შეიძლება მიენიჭოთ თანაწარმოების სტატუსი.

4. თანაწარმოების სტატუსით მიღებული მოგება უნდა გადაეცეს კოპროდიუსერებს, რომლებიც უნდა ფლობდნენ შესაბამის ტექნიკურ და ფინანსურ საშუალებებს და სათანადო პროფესიულ დონეს.

5. კონვენციის თითოეულმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს მე-2 პუნქტში მოხსენიებული კომპეტენტური ორგანო განცხადებით, კონვენციაზე ხელმოწერის დროს ან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის გადაცემისას. ეს განცხადება შესაძლოა შეიცვალოს შემდგომში ნებისმიერ დრო