1. მიუხედავად მე-8 მუხლის დებულებებისა და იმ პირობებისა და შეზღუდვებისა, რომელიც ჩამოყალიბებულია მხარეების მოქმედ კანონმდებლობასა და აქტებში, თანამწარმოებლებს შესაძლოა მიენიჭოთ თანაწარმოებლის სტატუსი მოცემული კონვენციის დებულებების შესაბამისად, თუკი ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
ა) შეიცავენ ერთი ან რამდენიმე მხარის მცირე ფინანსურ წილს, რომელთაგან თითოეულიც, თანაწარმოების კონტრაქტის თანახმად, არ არის
კინოწარმოების ხარჯების 10%-ზე ნაკლები და 25%-ზე მეტი;
ბ) შეიცავს ერთი მნიშვნელოვანი წილის მქონე კოპროდიუსერს, რომელიც ეფექტურ ტექნიკურ და სამხატვრო შენატანს ახორციელებს და აკმაყოფილებს კინემატოგრაფიული პროდუქციის პირობებს, რომელიც აუცილებელია მის ქვეყანაში ეროვნული პროდუქციის სტატუსის მისაღებად;
გ) ხელს უწყობენ კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას; და
დ) ასახული არიან თანაწარმოების კონტრაქტებში, რომლებიც შეიცავს დებულებას შემოსავლის განაწილების შესახებ.
2. ფინანსური თანაწარმოება შესაძლოა დაკვალიფიცირდეს როგორც თანაწარმოება მას შემდეგ, რაც კომპეტენტური ორგანოს მიერ ყველა კონკრეტული შემთხვევისათვის მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, მე-10 მუხლის დებულებების გათვალისწინები