1. კანონის მე-7 მუხლით დაწესებული აკრძალვები არ ვრცელდება სპეციალიზაციის ხელშეკრულებებზე, თუ ისინი ამავდროულად აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-4 მუხლითა და ამ თავით გათვალისწინებულ წინაპირობებს.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული გამონაკლისით სარგებლობა ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის დადებული სპეციალიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები:

ა) იმ პროდუქციასთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების საგანია, თანახმანი არიან, იყვნენ მხოლოდ მიმწოდებელი, ან მხოლოდ მიმღები;

ბ) მოახდენენ სპეციალიზაციის საგნის (პროდუქტის) არა ცალმხრივ, არამედ ერთობლივ რეალიზაცია