ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს ამ დადგენილების მე-13 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისად, თუ (პირდაპირ ან ირიბად):

ა) კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან რომელიმეს ერთმევა შესაძლებლობა, მოახდინოს პროდუქციის ფასის ფორმირება საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც არ მოიცავს მაქსიმალური ფასის დაწესების  ან ფასის რჩევის შემთხვევას,  არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით;

ბ) კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან რომელიმეს ერთმევა კვლევებისა და განვითარების სამუშაოების  ჩატარების შესაძლებლობა,  გარდა იმ შემთხვევებისა,  როდესაც ასეთი შეზღუდვა უზრუნველყოფს ლიცენზირებული ნოუ ჰაუს დაცვას;

გ)  ეკონომიკურ აგენტს ეზღუდება სამოქმედო არეალი  გეოგრაფიული, სამომხმარებლო და  მიწოდების წყაროების ნიშნი