1. ამ  დადგენილებით განსაზღვრული სპეციალიზაციის ხელშეკრულებები შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი, ისე თანმხვედრი სპეციალიზაციის შესახებ.

2.   ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი აწარმოებს, უარს იტყვის წარმოებაზე ან შეისყიდის პროდუქციას ხელშეკრულების მეორე მხარისგან, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი აწარმოებს და მიაწვდის ამ პროდუქციას პირველს (ცალმხრივი სპეციალიზაცია).

3. ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ურთიერთშენაცვლების პრინციპით აწარმოებენ, უარს იტყვიან წარმოებაზე ან შეისყიდიან ერთმანეთისგან სხვადასხვა პროდუქციას, იმ პირობით, რომ მეორე მხარე აწარმოებს და მიაწვდის პირველს იმ პროდუქციას, რომლის წარმოებაზეც ამ უკანასკნელმა უარი თქვა, ან რომლის მეორე მხარისგან შესყიდვაზეც მზაობა გამოთქვა (თანმხვედრი სპეციალიზაცია