1. ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ბაზრის მნიშნელოვანი ნაწილი ამ თავით განსაზღვრული ხელშეკრულებების შემთხვევაში, შეადგენს 25%-ს.
2. თუ ხელშეკრულება აკმაყოფილებს ამ თავით დადგენილ ყველა წინაპირობას, გამონაკლისის წესი მის მიმართ მოქმედებს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების ბაზარზე განთავსებიდან 7 წლის განმავლობაში.
3. თუ ხელშეკრულების დადების შემდგომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა საერთო წილმა შესაბამის ბაზარზე შეადგინა 25%-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 30%-ისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათალისწინებული სამართლებრივი შედეგები უცვლელი რჩება.
4. თუ ხელშეკრულების დადების შემდგომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა საერთო წილმა შეადგინა 30%-ზე მეტი, გამონაკლისის წესი მის მიმართ მოქმედებს ამ გარემოების აღმოჩენიდან ერთი წლის განმავლობაში.
გარდამავალი დებულება