მოქმედებათა სუბრეგიონული და ერთობლივი პროგრამების გასაძლიერებლად, რეგიონალური ღონისძიებები, კერძოდ, კოორდინაციის და თანამშრომლობის დაწესებულებების და საშუალებების გაძლიერება ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე, აგრეთვე წაახალისებენ კონვენციის 16-19 მუხლების განხორციელებას. ეს ქმედებები, აგრეთვე მოიცავს:

a)ტექნიკური თანამშრომლობის ქსელის წახალისებას და გაძლიერებას;

b)ტექნიკური ინვენტარის, ცოდნის, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკული მეთოდების მომზადებას, აგრეთვე ტრადიციული და ადგილობრივი ტექნოლოგიების და ნოუ-ჰაუს მომზადებას და მათი გავრცელების და გამოყენების წახალისებას;

c)ტექნოლოგიის გადაცემისათვის მოთხოვნების შეფასებას და ასეთი ტექნოლოგიების ადაპტაციასა და გამოყენებისათვის მხარდაჭერას;

d)საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლების პროგრამების წახალისებას და შესაძლებლობების გაზრდაში მხარდაჭერას ყველა დონეზე, პროფესიონალური მომზადების, კვლევების და მუშაობის გაძლიერებას და ადამიანის რესურსების განვითარების სისტემის შექმნა