1.მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები თავიანთი შესაბამისი პირობების და პოლიტიკის თანახმად შეიძლება:

a)ნიშნავდნენ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მოქმედებათა პროგრამების კოორდინაციასა და განხორციელებაზე;

b)ჩართონ დაზარალებული მოსახლეობა, აგრეთვე ადგილობრივი საზოგადოებები თავიანთი მოქმედებათა პროგრამების შემუშავებაში, კოორდინაციაში და განხორციელებაში ადგილობრივი საკონსულტაციო პროცესებიდან გამომდინარე ადგილობრივ წარმომადგენლებთან და შესაბამის ეროვნულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში;

c)ანალიზი გაუკეთონ გარემოს მდგომარეობას დაზარალებულ რაიონებში, რომ შეაფასონ გაუდაბნოების მიზეზები და შედეგები და განსაზღვრონ პრიორიტეტული სამოქმედო რაიონები;

d)შეაფასონ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის პროცესების შემცირების ადრინდელი და მიმდინარე პროგრამები დაზარალებული მოსახლეობის ჩართვით იმ მიზნით, რომ შეიმუშაონ სტრატეგია და ღონისძიებები თავიანთ სამოქმედო პროგრამებში;

e)მოამზადონ ტექნიკური და ფინანსური პროგრამები, რომლებიც ეყრდნობა ინფორმაციის გამოყენებას (a)-დან (d)-ს ჩათვლით ქვეთავებში არსებული მოქმედებებიდან გამომდინარე;

f)განავითარონ და გამოიყენონ პროცედურები და კრიტერიუმები თავიანთი მოქმედებათა პროგრამების განხორციელების შეფასებისათვის;

g)ხელი შეუწყონ სადრენაჟო აუზების კომპლექსურ მართვას, მიწის რესურსების დაცვას, აგრეთვე წყლის რესურსების ათვისებას და ეფექტურ გამოყენებას;

h)გააძლიერონ და/ან შექმნან შეფასების, დაკვირვების და დროული შეტყობინების საინფორმაციო ქსელი, იმ რეგიონებში, რომლებიც განიცდიან გაუდაბნოებას და გვალვას, კლიმატოლოგიური, მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიოლოგიური და სხვა მსგავსი ფაქტორების გამო;

i)საერთაშორისო თანამშრომლობაში, რომელიც მოიცავს ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას პარტნიორობის მიზნით, შეიმუშავებენ შესაბამის შეთანხმებებს მოქმედებათა პროგრამების განხორციელებაში მხარდაჭერის მიზნით.

2. კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, მოქმედებათა ეროვნული პროგრამების საერთო სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი დაეთმობა დაზარალებული ქვეყნების კომპლექსური ადგილობრივი განვითარების პროგრამებს, სიღარიბის აღმოფხვრისათვის მონაწილეობის მექანიზმებზე და სტრატეგიების ინტეგრირებაზე დამყარებულ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მცდელობებში. სექტორალური საშუალებები მოქმედებათა პროგრამებში დაჯგუფდებიან პრიორიტეტულ სფეროებში, რომლებიც ითვალისწინებენ რეგიონში დაზარალებული რაიონების დიდ მრავალფეროვნებას, რომელიც მოხსენებულია 2 (ა) მუხლშ