1.აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები კოორდინაციას გაუწევენ ეროვნული, სუბრეგიონული და რეგიონალური მოქმედებათა პროგრამების მომზადებას, მოლაპარაკებას და განხორციელებას. შესაბამისად მათ უნდა მოიზიდონ ამ პროცესში სხვა მხარეები და შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

2.ასეთი კოორდინაციის მიზანია უზრუნველყონ ის, რომ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობა განხორციელდეს კონვენციის პირობების თანახმად, აგრეთვე უზრუნველყონ აუცილებელი თანამიმდევრობა რესურსების გამოყენებასა და განაწილებაში.

3.აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ორგანიზაციას გაუწევენ საკონსულტაციო პროცესებს ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე. ეს საკონსულტაციო პროცესები:

a)მოემსახურებიან როგორც ფორუმი მოლაპარაკებისათვის და მოიცავენ ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ მოქმედებათა პროგრამებზე დაფუძნებულ შეთანხმებებს თანამშრომლობაზე;

b)განსაზღვრავენ პროგრამებში აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების წვლილს და აგრეთე განსაზღვრავენ განხორციელების და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს და შეთანხმებებს, აგრეთვე განხორციელების პროცესისათვის დაფინანსების პირობებს.

4.კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად, მუდმივი სამდივნო, აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების მოთხოვნით ხელს შეუწყობს ასეთი საკონსულტაციო პროცესის ორგანიზაციას:

a)ორგანიზაციებისათვის რჩევის მიცემის საშუალებით ეფექტური საკონსულტაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის, რომელიც გამომდინარეობს სხვა მსგავსი ღონისძიებებიდან მიღებული გამოცდილებიდან;

b)ინფორმაციის უზრუნველყოფით შესაბამისი ორმხრივი და მრავალმბრივი სააგენტოებისათვის საკონსულტაციო შეხვედრებთან და პროცესებთან დაკავშირებით, აგრეთვე მათი აქტიური მონაწილეობის წახალისების გზით;

c)სხვა ინფორმაციის უზრუნველყოფით, რომელიც შეიძლება იყოს შესაბამისი საკონსულტაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის და სრულყოფისათვის.

5.სუბრეგიონული და რეგიონალური საკოორდინაციო ორგანოები თავის მხრივ:

a)რეკომენდაციას გაუწევენ შესაბამისი შესწორებების შეტანას თანამშრომლობაზე შეთანხმებებში;

b)უზრუნველყოფენ კონტროლით და შეფასებებით დამტკიცებული სუბრეგიონული და რეგიონალური პროგრამების განხორციელებას და ამ საკითხთთან დაკავშირებით წარმოადგენენ მოხსენებას;

c)აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები შეეცდებიან დაამყარონ ეფექტური კავშირი და ითანამშრომლონ ერთმანეთში.

6.საკონსულტაციო დგუფებში გაერთიანდებიან მთავრობები, დაინტერესებული პირები და დონორები, შესაბამისი ორგანოები, ფონდები და გაეროს სისტემის პროგრამების, შესაბამისი სუბრეგიონული და რეგიონალური ორგანიზაციების, აგრეთვე შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული საკონსულტაციო ჯგუფის მონაწილენი განსაზღვრავენ მათი მართვისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობებს.

7.კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები თავიანთი ინიციატივით მხარს დაუჭერენ კონსულტაციების და კოორდინაციების საინფორმაციო პროცესს ურთიერთშორის ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე, აგრეთვე დაზარალებული აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების მოთხოვნით, რომ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ საკონსულტაციო პროცესებში, რომელმაც უნდა შეაფასოს და რეაგირება მოახდინოს ასეთ მოთხოვნებზე განხორციელებისათვის ხელის შეწყობის მიზნი