სათანადო შესაძლებლობების მიხედვით კონვენციის მხარეები თვითონ გაუკეთებენ რაციონალიზაციას ტექნიკურ დახმარებაში აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და ითანამშრომლებენ მათთან პროექტის და პროგრამის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით, კერძოდ:
a)განსაზღვრავენ დახმარების საშუალებებს და თანამონაწილეობის ხარჯებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის მაქსიმალურ ეფექტურობას; ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხარჯებმა უნდა შეადგინონ პროექტის მთელი ღირებულების შესაბამისად დაბალი პროცენტული ოდენობა, პროექტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
b)პრიორიტეტს მიანიაებენ ეროვნული ექსპერტების ან სადაც საჭიროა, სუბრეგიონებიდან და/ან რეგიონებიდან ექსპერტების გამოყენებას პროექტის დაგეგმვისას, მომზადებისას და განხორციელებისას, აგრეთვე ადგილობრივი ექსპერტიზის შექმნას, სადაც იგი არ არსებობს;
c)ეფექტურად მართავენ და გაუწევენ კოორდინაციას, აგრეთვე ეფექტურად გამოიყენებენ ტექნიკურ დახმარება