მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამები ყურადღებას ამახვილებენ საკითხებზე, რომლებიც უკეთ გადაწყდებიან სუბრეგიონულ დონეზე. სადაც აუცილებელია, ისინი შექმნიან მექანიზმებს საერთო ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტისათვის. ასეთი მექანიზმები ეფექტურად წყვეტენ ტრასსასაზღვრო პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და/ან გვალვასთან და უზრუნველყოფენ დახმარებით მოქმედებათა ეროვნული პროგრამების განხორციელებისათვის. შესაბამისად მოქმედებათა სუბრეგიონულ პროგრამებში ძირითადი ყურადღება გამახვილდება შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებზე:

a)ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტის ერთობლივი პროგრამები შესაბამისად ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით;

b)ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების პროგრამების კოორდინაცია;

c)თანამშრომლობა პესტიციდების, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების მენეჯმენტში და კონტროლში;

d)შესაძლებლობების განვითარება, განათლება და მოსახლეობის ინფორმირება, რომლებიც უფრო ეფექტურად ხორციელდება და წახალისდება სუბრეგიონულ დონეზე;

e)სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა, კერძოდ, კლიმატოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სფეროებში, მათ შორის, იმ მონაცემთა შეგროვების და შეფასების სისტემაში, ინფორმაციის გაცვლასა და პროექტის მონიტორინგში, აგრეთვე კვლევისა და შემუშავების ღონისძიებების კოორდინაციაში და პრიორიტეტულობის განსაზღვრაში;

f)დროული შეტყობინების სისტემები და კომპლექსური დაგეგმარება გვალვის შედეგების შემცირებისათვის, მათ შორის, ეკოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული მიგრაციის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან ბრძოლის საშუალებები;

g)გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შესწავლა, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის და საზოგადოებების მონაწილეობაზე, აგრეთვე სასურველი გარემოს შექმნა მიწაზე მუშაობის პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებისათვის;

h)სუბრეგიონული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ტექნიკური მომსახურების კოორდინაციისა და უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე სუბრეგიონული ცენტრების და დაწესებულებების შექმნა, რეორიენტაცია და გაძლიერება;

i)პოლიტიკის შემუშავება იმ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, რომელსაც აქვს ზემოქმედება დაზარალებულ რაიონებზე და მოსახლეობაზე, მათ შორის, რეგიონალური საბაზრო რეჟიმების კოორდინაციისა და საერთო ინფრასტრუქტურის პოლიტიკ