აფრიკის თითოეულმა დაზარალებულმა ქვეყანამ – კონვენციის მხარემ უნდა განსაზღვროს შესაბამისი ეროვნული საკოორდინაციო ორგანო, რომელიც შეასრულებს კატალიზატორის როლს მათი მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებაში, განხორციელებაში და შეფასებაში. ეს საკოორდინაციო ორგანო მუხლი 3-ის საფუძველზე სათანადო შემთხვევებში:
a)განსაზღვრავს და განიხილავს მოქმედებებს, ადგილებზე საკონსულტაციო პროცესით დაწყებული, რომელიც მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობას და საზოგადოებებს და ითვალისწინებს თანამშრომლობას ადგილობრივ ადმინისტრაციულ ხელისუფლებასთან, განვითარებულ ქვეყნებთან – კონვენციის მხარეებთან და სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაინტერესებული ქვეყნების ეროვნული დონის საწყისი კონსულტაციების ბაზაზე;
b)განსაზღვრავს და ანალიზს გაუკეთებს იმ დამაბრკოლებელ ფაქტორებს, მოთხოვნილებებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც ზარალს აყენებენ განვითარებას და მდგრად მიწათსარგებლობას, აგრეთვე რეკომენდაციას გაუწევს იმ პრაქტიკულ ზომებს, რომელთა მეშვეობითაც დუბლირება თავიდან იქნება აცილებული არსებული საშუალებების სრული გამოყენებისა და მიღებული შედეგების განხორციელების გზით;
c)ხელს შეუწყობს, დაგეგმავს და ჩამოაყალიბებს პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რომლებსაც საფუძვლად დაედება ინტერაქტიული, მოქნილი მიდგომები დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ასეთი ღონისძიებების უარყოფითი ზეგავლენა, აგრეთვე განისაზღვროს და კლასიფიცირებულ იქნეს მოთხოვნები ფინანსურ დახმარებაზე და ტექნიკურ თანამშრომლობაზე;
d)მოქმედებათა ეროვნული პროგრამების შეფასების უზრუნველსაყოფად დაადგენს შესაფერის, გამოთვლისათვის და შემოწმებისათვის მარტივ ინდიკატორებს, გაითვალისწინებს რა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოქმედებებს, აგრეთვე ასეთი პროგრამების განხორციელებას;
e)მოამზადებს მოქმედებათა ეროვნული პროგრამების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის ანგარიშებ