1.მოქმედებათა ეროვნული პროგრამები იქნება ერთ-ერთი ცენტრალური და მთლიანი ნაწილი დაზარალებული აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების მდგრადი განვითარების ეროვნული პოლიტიკის უფრო ფართო პროცესისა.
2.მოქნილი დაგეგმარების სტრატეგიების შემუშავებისათვის, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას და საზოგადოებას აძლევს მაქსიმალური მონაწილეობის უფლებას, განხორციელდება ფართო საკონსულტაციო პროცესი სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შესაბამის დონეებზე, ადგილობრივი მოსახლეობის, საზოგადოებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით. სადაც ეს ხელსაყრელია, ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარების სააგენტოები შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესში აფრიკის დაზარალებული ქვეყნის მოთხოვნი