1.კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ითანამშრომლებენ მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში ცენტრალური, აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ აფრიკისათვის და ამასთან დაკავშირებით შეუძლიათ გადასცენ შემდეგი მოვალეობები შესაბამის სუბრეგიონულ სამთავრობო ორგანიზაციებს:
a)იმოქმედონ როგორც კოორდინატორებმა მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის და კოორდინაცია გაუწიონ მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების განხორციელებას;
b)დაეხმარონ მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში;
c)ხელი შეუწყონ ინფორმაციის, გამოცდილების და ნოუ-ჰაუს გაცვლაში, აგრეთვე კონსულტაცია გაუწიონ ეროვნული კანონმდებლობის განხილვას;
d)ნებისმიერი სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების განხორციელებასთან.
3.სპეციალიზებულ სუბრეგიონულ დაწესებულებებს შეუძლიათ უზრუნველყონ დახმარებით მოთხოვნისამებრ და/ან იყვნენ უფლებამოსილნი კოორდინაცია გაუწიონ იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიეკუთვნება მათ კომპეტენცია