1.კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად და დაზარალებული ქვეყნების –კონვენციის მხარეების პრიორიტეტის და ამ რეგიონში განსაკუთრებული სიტუაციის გათვალისწინებით, მხარეები სპეციალურ ყურადღებას უთმობენ აფრიკაში კონვენციის 21-ე მუხლის 19(დ) და (ე) პარაგრაფის პირობების განხორციელებას, კერძოდ, მოქმედებენ, რათა:
a)ხელი შეუწყონ მექანიზმების დანერგვას, როგორიცაა გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეროვნული ფონდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსური რესურსების მიმართვას ადგილობრივი საზოგადოებების დონეზე;
b)გააძლიერონ არსებული ფონდები და ფინანსური მექანიზმები სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე.
2.კონვენციის მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად მხარეები, რომლებიც არიან, აგრეთვე შესაბამისი რეგიონალური მმართველი ორგანოების და სუბრეგიონული ფინანსური ორგანიზაციები, მათ შორის, აფრიკის განვითარების ბანკი და აფრიკის განვითარების ფონდი შეეცდებიან სათანადო პრიორიტეტი და ყურადღება გამოიჩინონ იმ დაწესებულებების მოქმედებების მიმართ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ მუხლის განხორციელებას.
3.შესაძლებლობისამებრ, კონვენციის მხარეები რაციონალიზაციას გაუკეთებენ პროცედურებს, რომ მიმართონ ფონდები დაზარალებული აფრიკის ქვეყნებისაკენ – კონვენციის მხარეებისაკე