1.თავისი შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინებით აფრიკის ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რომ:
a)გაუდაბნოებასთან ბრძოლა და/ან გვალვის შედეგების შემცირება განიხილონ, როგორც სიღარიბის აღმოფხვრისათვის ერთ-ერთი ცენტრალური სტრატეგია;
b)მხარი დაუჭირონ რეგიონალურ თანამშრომლობას და ინტეგრაციას სოლიდარობის და პარტნიორობის გზით, რომელიც გამომდინარეობს ორმხრივი ინტერესებიდან, გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამების და ღონისძიებების ჩარჩოებში;
c)სრულყონ და გააძლიერონ არსებული დაწესებულებები, რომლებიც დაკავებულნი არიან გაუდაბნოების და გვალვის პრობლემებით და მოიზიდონ სხვა არსებული დაწესებულებები მათი მოქმედებების ეფექტურობის ასამაღლებლად და უზრუნველყონ რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება;
d)დაეხმარონ ინფორმაციის გაცვლაში შესაბამის ტექნოლოგიაზე, ცოდნაზე, ნოუ-ჰაუზე და პრაქტიკულ მეთოდებზე რეგიონის ქვეყნებს შორის;
e)გაუდაბნოებისაგან და/ან გვალვისაგან დეგრადირებულ რაიონებში გვალვის შედეგების შესამცირებლად შეიმუშაონ მნიშვნელოვანი გეგმები.
2.კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლების და სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მიზნით, დაზარალებული აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ისწრაფვიან:
a)გამოჰყონ შესაბამისი დაფინანსება თავიანთი ეროვნული ბიუჯეტიდან ეროვნული პირობების და შესაძლებლობების და ახალი პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელიც აფრიკამ განსაზღვრა გაუდაბნოების და/ან გვალვის ფენომენთან დაკავშირებით;
b)მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ რეფორმები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება დეცენტრალიზაციის რესურსების მფლობელობის გაღრმავებით, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის და საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერებით;
c)განსაზღვრონ და მობილიზაცია გაუკეთონ ახალ და დამატებით ეროვნულ ფინანსურ რესურსებს და პრიორიტეტული რიგითობის მიხედვით გააძლიერონ არსებული ეროვნული პოტენციალი და მექანიზმები შიდა ფინანსური რესურსების მობილიზაციის მიზნი