1.ეფექტური საკოორდინაციო ღონისძიებების ორგანიზაციისას კონსულტაციის უზრუნველყოფით, დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, რომლებიც დანიშნულია მე-4 მუხლის 1(a) პარაგრაფის თანახმად, აგრეთვე სხვა მხარეებს რეგიონში შეუძლიათ შესაბამისად შექმნან მექანიზმები შემდეგი მიზნების მისაღწევად:

a)მოახდინონ ინფორმაციის, გამოცდილების, ცოდნის და ნოუ-ჰაუს ურთიერთგაცვლა;

b)ითანამშრომლონ და კოორდინაცია გაუწიონ მოქმედებებს, მათ შორის, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე ორმხრივი და მრავალმხრივ შეთანხმებებს;

c)მხარი დაუაირონ 5-7 მუხლების თანახმად სამეცნიერო, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და ფინანსურ თანამშრომლობას;

d)განსაზღვრონ საგარეო თანამშრომლობის მოთხოვნები;

e)ჩაატარონ შემდგომი ღონისძიებები და შეაფასონ მოქმედებათა პროგრამების განხორციელება.

2.დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, რომლებიც დანიშნულია მე-4 მუხლის 1(a) პარაგრაფით და სხვა მხარეების რეგიონში შეუძლიათ, აგრეთვე შესაბამისად გაუწიონ კონსულტაცია და კოორდინაცია, რაც შეეხება ეროვნული, სუბრეგიონული და ერთობლივი მოქმედებათა პროგრამებს. შესაბამისად მათ შეუძლიათ ამ პროცესში ჩართონ სხვა მხარეები სათანადო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი კოორდინაცია, კერძოდ, მიზნად უნდა ისახავდეს დაიცვას შეთანხმება საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, კონვენციის მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად, გააძლიეროს ტექნიკური თანამშრომლობა და მიმართოს რესურსები იმგვარად, რომ ისინი გამოყენებულ იქნენ ეფექტურად.

3.რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები ჩაატარებენ პერიოდულ საკოორდინაციო შეხვედრებს, აგრეთვე მუდმივ სამდივნოს მათი მოთხოვნით შეუძლია ხელი შეუწყონ საკოორდინაციო შეხვედრების მოწვევას კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად:

a)დაფუძნებული უკვე მიღებული გამოცდილებიდან სხვა ასეთი შეთანხმებებიდან;

b)შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ სააგენტოებზე ინფორმაციის უზრუნველყოფით, რომელიც შეეხება საკოორდინაციო შეხვედრებს, აგრეთვე მხარს დაუჭერს მათ აქტიურ მონაწილეობას;

c)სხვა ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც შეიძლება იყოს შესაბამისი საკოორდინაციო პროცესების დაფუძნებაში ან გაუმჯობესებაში.

დანართი III

დანართი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისათვის რეგიონალურ დონეზე კონვენციის განხორციელების შესახ