1.კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, აზიის დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს შეუძლიათ ერთხმად შეთანხმდნენ კონსულტაციის ჩატარებასა და თანამშრომლობაზე სხვა მხარეებთან, აგრეთვე მოქმედებათა სუბრეგიონული და ერთობლივი პროგრამების მომზადებაზე და განხორციელებაზე შესაბამისად მოქმედებათა ეროვნული პროგრამების დასრულებისა და შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში შესაბამის მხარეებს შეუძლიათ ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ დააკისრონ პროგრამების მომზადებასთან, კოორდინაციასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სუბრეგიონული, მათ შორის, ორმხრივ და ეროვნულ ორგანიზაციებს ან დაწესებულებებს, აგრეთვე შეუძლიათ იმოქმედონ როგორც კოორდინატორებმა მოქმედების წახალისებისა და კოორდინაციისათვის კონვენციის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად.
2.მოქმედებათა სუბრეგიონული ან ერთობლივი პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შესაბამისად:
a)ეროვნულ დაწესებულებებთან თანამშრომლობაში განსაზღვრავენ გაუდაბნოებასთან ბრძოლასთან და გვალვის შედეგების შემცირებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს, რომლებსაც შეიძლება იყოს უკეთესად გადაწყვეტილი ასეთი პროგრამების ჩარჩოებში;
b)შეაფასებენ შესაბამისი რეგიონალური, სუბრეგიონული და ეროვნული დაწესებულების ოპერატიულ შესაძლებლობებს და მოქმედებებს;
c)ანალიზს გაუკეთებენ არსებულ პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და გვალვასთან რეგიონის ან სუბრეგიონის ყველა ან ზოგიერთ მხარეს შორის და მათ დამოკიდებულებას ეროვნულ მოქმედებათა პროგრამებთან;
d)საერთაშორისო თანამშრომლობის დროს, ფინანსური და ტექნიკური რესურსებით დახმარებისას, ურთიერთთანამშრომლობით შეიმუშავებენ შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს პროგრამების მხარდაჭერის მიზნით.
3.მოქმედებათა სუბრეგიონული ან ერთობლივი პროგრამები შეიძლება მოიცავდეს შეთანხმებულ ერთობლივ პროგრამებს გაუდაბნოებასთან დაკავშირებულ ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტისთვის იმ სფეროებში, როგორიცაა შესაძლებლობების გაზრდა, კოორდინაციისა და სხვა მოქმედებების პრიორიტეტები, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა, კერძოდ, დროული შეტყობინების სისტემები და ინფორმაციის მიწოდება გვალვაზე, აგრეთვე შესაბამისი სუბრეგიონული და სხვა ორგანიზაციების და დაწესებულებების გაძლიერების საშუალებებ