1.კონვენციის, კერძოდ, მისი მე-9 –
მე-11 მუხლების თანახმად, აგრეთვე მისი ეროვნული განვითარების პოლიტიკის თანახმად, რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შესაბამისად მოამზადებენ და განახორციელებენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებს, როგორც მდგრადი განვითარების, მათი ეროვნული პროგრამის შემადგენელი ნაწილი. სუბრეგიონული და რეგიონალური პროგრამები შეიძლება მომზადდეს და განხორციელდეს რეგიონის მოთხოვნილებების თანახმად.

2.მათი მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებაში, რეგიონში დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ კონვენციის მე-10 მუხლის 2(f) პარაგრაფის თანახმა