კონვენციის, კერძოდ, მისი მე-10 და 21-ე მუხლების თანახმად საკოორდინაციო მექანიზმების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია მე-7 მუხლში და მათი ეროვნული განვითარების პოლიტიკის თანახმად რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები ინდივიდუალურად ან ერთობლივად:
a)მიიღებენ ზომებს, რომ გაუკეთონ რაციონალიზაცია და გააძლიერონ ფინანსური მექანიზმები სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით, იმ მიზნით, რომ მიაღწიონ კონკრეტულ შედეგებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების საკითხებში;
b)განსაზღვრავენ საერთაშორისო თანამშრომლობის მოთხოვნებს ეროვნული ძალისხმევის მხარდასაჭერად;
c)უზრუნველყოფენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დაწესებულებების მონაწილეობას კონვენციის განხორციელების თვალსაზრისი