სათანადო სიტუაციის მიხედვით რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები გაითვალისწინებენ შემდეგ თემატურ საკითხებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და/ან გვალვის შედეგების მოქმედებების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაში კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად:
a)შესაძლებლობების, განათლების და ცოდნის დონის ამაღლება, ტექნიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის და ფინანსური რესურსების და მექანიზმების გაზრდა;
b)სიღარიბის აღმოფხვრა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
c)საკვები პროდუქტების დაცვის და მდგრადი განვითარების და სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეტყევეობის და მრავალმიზნობრივი მოქმედებების მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
d)ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტი, კერძოდ, სადრენაჟო აუზების რაციონალური მენეჯმენტი;
e)ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტი მაღალმთიან რაიონებში;
f)რაციონალური მენეჯმენტი და მიწის რესურსების დაცვა და მათი ექსპლუატაცია და წყლის რესურსების ეფექტური გამოყენება;
g)გაუდაბნოების შედეგების შემცირებისათვის აუცილებელი გეგმების შემუშავება და გამოყენება;
h)სრულყონ და/ან შექმნან ინფორმაციის შეგროვების და შეფასების, აგრეთვე მონიტორინგის და დროული შეტყობინების სისტემები იმ რაიონებში, რომლებსაც ემუქრებათ გაუდაბნოება და გვალვა კლიმატოლოგიური, მეტროლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიოლოგიური, ნიადაგის, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით;
i)ენერგიის სხვადასხვა წყაროების განვითარება, ათვისება და ეფექტური გამოყენება ალტერნატიული წყაროების გამოყენებით;
j)ბიომრავალფეროვნების კონვენციის პირობების თანახმად, ბიომრავალფეროვნების დაცვა და მდგრადი გამოყენება;
k)გაუდაბნოებასთან და გვალვასთან დაკავშირებული დემოგრაფიული ასპექტების გათვალისწინება;
l)ინსტიტუციონალური და ლეგალური ჩარჩოების შექმნა ან გაძლიერება, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის გამოყენებას და იმ ზომების მიღებას, რომელიც ითვალისწინებს, კერძოდ, ადმინისტრაციული სტრუქტურების და ფუნქციების დეცენტრალიზაციას, რომელიც დაკავშირებულია გაუდაბნოების და გვალვის პრობლემებთან, დაზარალებული მოსახლეობის ან მთელი საზოგადოების ჩათვლი