1.მუდმივი სამდივნოს მეშვეობით, თითოეული მხარე მხარეების კონფერენციის რიგით სესიებზე განსახილველად წარადგენს მოხსენებებს იმ ზომებზე, რომლებიც კონვენციის განსახორციელებლად არის მიღებული. მხარეების კონფერენცია განსაზღვრავს ასეთი მოხსენებების წარდგენის გრაფიკს და ფორმატს.

2.დაზარალებული ქვეყნების მხარეები წარმოადგენენ სტრატეგიას, რომელიც შექმნილია მე - 5 მუხლის თანახმად და მის განხორციელებაზე ნებისმიერ ინფორმაციას.

3.დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები, რომლებიც განახორციელებენ მოქმედებათა პროგრამებს კონვენციის მე-9-მე-15 მუხლების თანახმად წარადგენენ პროგრამების და მათი განხორციელების დეტალურ აღწერას.

4.დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ნებისმიერ ჯგუფს მოქმედებათა პროგრამების ჩარჩოში შეუძლია ერთდროულად აცნობოს სუბრეგიონული და/ან რეგიონალურ დონეზე მიღებული ზომების შესახებ.

5.განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები მოახსენებენ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დაეხმარებიან სამოქმედო პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში, როგორიცაა ინფორმაცია ფინანსურ რესურსებზე, რომელიც მათ გამოეყვეს ან გამოყოფილია კონვენციის თანახმად.

6.1-4 პარაგრაფების თანახმად, წარდგენილი ინფორმაცია გადაეცემა მუდმივი სამდივნოს მიერ შესაძლებლობისამებრ სწრაფად. მხარეების კონფერენციას და ნებისმიერ შესაბამის დამხმარე ორგანოს.

7.მხარეების კონფერენცია მხარს დაუჭერს დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებს ამ მუხლის თანახმად მათი თხოვნის საფუძველზე ინფორმაციის შედგენაში და წარდგენაში ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ, აგრეთვე მოქმედების პროგრამებთან დაკავშირებით ტექნიკური და ფინანსური საჭიროების განსაზღვრაშ