1.სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი მხარეების კონფერენციის ზედამხედველობით გაითვალისწინებს სათანადო არსებული ქსელების, დაწესებულებების, სააგენტოების და ორგანოების კვლევებს და შეფასებებს, რომელთაც სურთ გაერთიანდნენ ქსელში. ასეთი ქსელის შექმნა ხელს შეუწყობს კონვენციის განხორციელებას.
2.კვლევებისა და შეფასებების შედეგების საფუძველზე, რომელზეც ლაპარაკია პარაგრაფ 1-ში, სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი მხარეების კონფერენციას მისცემს რეკომენდაციებს ქსელის შექმნისა და გაძლიერების გზებზე და საშუალებებზე ადგილობრივ, ეროვნულ და სხვა დონეზე, თემატური მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აღნიშნულია კონვენციის მე-16-მე-19 მუხლებში.
3.ითვალისწინებს რა ამ რეკომენდაციებს, მხარეების კონფერენცია:
a)განსაზღვრავს იმ ეროვნულ, სუბრეგიონული, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანოებს, რომლებიც ყველაზე უფრო შეესაბამება ქსელის შექმნას და რეკომენდაციას გაუწევს სამოქმედო პროცედურებში და დროის გრაფიკში;
b)განსაზღვრავს ორგანოებს, რომლებიც უფრო შესაფერისია ასეთი ქსელის შექმნისა და გაძლიერებისათვის ყველა დონეზე.
ნაწილი V. პროცედურე