1. მხარეები აღიარებენ პოტენციალის შექმნის მნიშვნელობას, როგორიცაა ინსტიტუტების შექმნა, კადრების მომზადება და სათანადო შესაძლებლობების განვითარება ადგილზე – გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით. ისინი შესაფერისად მხარს დაუჭერენ პოტენციალის შექმნას:
a)ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდობის მონაწილეობის შედეგად ყველა დონეზე, არასამთავრობო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით;
b)ეროვნულ დონეზე გაუდაბნოების და გვალვის საკითხებში სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერების გზით;
c)დამხმარე და დამატებითი სამსახურების შექმნის და/ან გაძლიერების გზით შესაბამისი ტექნოლოგიური მეთოდების და ტექნიკის უფრო ეფექტურად გავრცელების მიზნით და სააგენტოებში და სასოფლო ორგანიზაციებში კადრების მომზადებით, მონაწილეთა მიდგომებში ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენებისათვის;
d)ადგილობრივი მოსახლეობის განათლების, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკული ღონისძიებების გამოყენებისა და გავრცელებისათვის მოქმედებების გაძლიერებით ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამებში;
e)თანამედროვე სოციო-ეკონომიკური პირობებისათვის შესაფერისი სოფლის მეურნეობის და მესაქონლეობის ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიის და ტრადიციული მეთოდების ადაპტაციის გზით, სადაც იგი აუცილებელია;
f)შესაფერისი კადრების მომზადებით და სათანადო ტექნოლოგიის დანერგვით ალტერნატიული წყაროების, განსაკუთრებით განახლებადი ენერგეტიკული წყაროების გამოყენებაში, ხე-ტყის საწვავად გამოყენების შემცირების მიზნით;
g)მე-16 მუხლის თანახმად, ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და გაცვლის სფეროში შეიმუშავონ და განახორციელონ პროგრამები, რომ შეთანხმებისამებრ თანამშრომლობის გზით გააძლიერონ დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების პოტენციალი;
h)ალტერნატიული საარსებო წყაროების შექმნის უახლესი გზებით, რაც მოიცავს ახალი ჩვევების გამომუშავებას;
i)ხელმძღვანელების, მმართველების და თანამშრომლების მომზადებით იმ მონაცემთა შეგროვებაზე და ანალიზზე, რომელიც გაავრცელებს და გამოიყენებს ინფორმაციას გვალვის პირობებზე და საკვები პროდუქტების წარმოებაზე;
j)არსებული ეროვნული ინსტიტუტების უფრო ეფექტური ამოქმედებით და სადაც აუცილებელია ახალი ინსტიტუტების შექმნით სტრატეგიული დაგეგმარებისა და მენეჯმენტის გაძლიერებასთან ერთად;
k)გაცვლითი ვიზიტორთა პროგრამების მეშვეობით, რომ გააძლიერონ შესაძლებლობების ზრდა დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეები გრძელვადიანი ურთიერთმოქმედი სასწავლო პროგრამებით.
3. დაზარალებული განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები სხვა მხარეებთან და კომპეტენტურ სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში შესაბამისად ჩაატარებენ არსებული პოტენციური საშუალებების დისციპლინათაშორისო განხილვას და მათი გაძლიერებისათვის მიიღებენ სათანადო ზომებს ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე.
4.კომპეტენტური სამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მხარეები ითანამშრომლებენ ურთიერთშორის საზოგადოების ინფორმირების და საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებაში როგორც დაზარალებულ, ასევე აუცილებელ შემთხვევებში, დაუზარალებელ ქვეყნებში – კონვენციით მხარეებში, რომ იქონიონ წარმოდგენა გაუდაბნოების და გვალვის გამომწვევ მიზეზებზე და მნიშვნელობაზე ამ კონვენციის მიზნის მისაღწევად. ამ მიზნით ისინი:
a)ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს საზოგადოების ფართო წრეებისათვის;
b)მუდმივ საფუძველზე მხარს დაუჭერენ საზოგადოების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობას საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებში;
c) წაახალისებენ ისეთი ასოციაციების შექმნას, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებაში;
d)შეიმუშავებენ და გაცვლიან საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებს. სადაც შესაძლებელია, ადგილობრივ ენაზე მოახდენენ ექსპერტების გაცვლას და დაეხმარებიან მათ, რომ მიავლინონ დაზარალებული განვითარებულ ქვეყნების – კონვენციის მხარეების თანამშრომლები, რათა ჩაატარონ შესაბამისი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამები და სრულად გამოიყენონ სათანადო საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც ხელმისაწვდომია კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანოებში;
e)აწარმოებენ საგანმანათლებლო მოთხოვნილებების შეფასებას დაზარალებულ რაიონებში, შეიმუშავებენ შესაფერის სასკოლო პროგრამებს და უფროსებისათვის წერა-კითხვის სასწავლო პროგრამებს, როლებიც ხელმისაწვდომია ყველასავით, განსაკუთრებით გოგონებისათვის და ქალებისათვის ისეთ საკითხებში გარკვევისათვის, როგორიცაა დაზარალებული რაიონებში არსებული ბუნებრივ რესურსების განსაზღვრა, დაცვა და მდგრადი გამოყენება და მენეჯმენტი;
f)შეიმუშავებენ დისციპლინათაშორის პროგრამებს მონაწილეთა ჩართვით, გაუდაბნოებაზე და გვალვაზე ინფორმაციის გაერთიანებით საგანმანათლებლო სისტემებში და, აგრეთვე არაფორმალური, ზრდასრული ადამიანების, დაუსწრებელი და პრაქტიკული სწავლების პროგრამებში ჩართვით.
4. მხარეების კონფერენცია დააარსებს და/ან გააძლიერებს რეგიონალური საგანმანათლებლო და მოსამზადებელი ცენტრების ქსელს გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების დარგში. ამ ქსელს კოორდინაციას გაუწევს ამ მიზნით შექმნილი ან უფლებამოსილი ინსტიტუტი იმისათვის, რომ მოამზადოს სამეცნიერო, ტექნიკური და მმართველი პერსონალი და ამ გზით გააძლიეროს არსებული ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების განათლებასა და კადრების მომზადებაზე იმ თვალსაზრისით, რომ შეათანხმონ პროგრამები და უხელმძღვანელონ გამოცდილების გაცვლას ურთიერთშორის. ეს ქსელი მჭიდროდ ითანამშრომლებს სათანადო სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ თავიდან ავიცილოთ მცდელობების დუბლირებ