1.კონვენციის მიზნის მისაღწევად, ცენტრალური მნიშვნელობა ეძლევა დაფინანსებას. მხარეები თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით ყველანაირად შეეცდებიან უზრუნველყონ გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამებისათვის ადეკვატური ფინანსური რესურსების გამოყოფა.

2.ამასთან დაკავშირებით, განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ დაზარალებულ აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და ამასთანავე, უყურადღებოდ არ ტოვებენ სხვა რეგიონებში დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ვალდებული არიან:

a)მობილიზება გაუკეთონ არსებულ ფინანსურ რესურსებს, მათ შორის, გრანტებს და შეღავათიან სესხებს, იმ მიზნით, რომ დაეხმარონ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამების განხორციელებას;

b)მხარი დაუჭირონ ადეკვატური, დროული და წინასწარგათვლილი ფინანსური რესურსების მობილიზაციას, რომელიც მოიცავს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდიდან ახალ და დამატებით ფინანსებს, რომ დაფარონ დამატებითი ღირებულებები იმ საქმიანობისათვის, რომელიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და რომელიც შეესაბამება მის ოთხ ცენტრალურ რაიონს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დამფუძნებელი დოკუმენტის სათანადო პირობების თანახმად;

c)დაეხმარონ ტექნოლოგიის ცოდნის და ნოუ-ჰაუს გადაცემაში საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით;

d)შეისწავლონ დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებთან – კონვენციის მხარეებთან ერთად ახალი მეთოდები და სტიმულები რესურსების მობილიზაციისა და მიმართულების მიცემისათვის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა კერძო სექტორების ფონდები, განსაკუთრებით ხარჯთაღრიცხვის სისტემის ვალების დაფარვისათვის და სხვა ახალი საშუალებები, რომლებიც ზრდიან ფინანსებს საგარეო ვალის შემცირების გზით, რომელიც ეხება დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებს.

3.დაზარალებული განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები ითვალისწინებენ რა თავიანთ შესაძლებობლებებს, ვალდებულებას იღებენ თავიანთი ეროვნული მოქმედების პროგრამების განხორციელებისათვის ადეკვატური ფინანსური რესურსების მობილიზებით.

4.ფინანსური რესურსების მობილიზაციით მხარეები შეეცდებიან სრულად გამოიყენონ ყველა ეროვნული, ორმხრივი და მრავალმხრივი დაფინანსების წყაროები და მექანიზმები, კონსორციუმების, ერთობლივი პროგრამების და პარალელური დაფინანსების მეშვეობით, აგრეთვე შეეცდებიან მოიზიდონ კერძო სექტორი, მათ შორის, ფინანსური რესურსები და მექანიზმები არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამ მიზნით, მხარეები სრულად გამოიყენებენ მე-14 მუხლის თანახმად შემუშავებულ სამოქმედო მექანიზმებს.

5.გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისათვის დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მობილიზაციის მიზნით, მხარეები:

a)მოახდენენ რესურსების რაციონალიზაციას და გააძლიერებენ იმის მენეჯმენტს, რაც უკვე გამოყოფილია გაუდაბნოებასთან ბრძოლისათვის და გვალვის შედეგების შემცირებისათვის, მისი უფრო ეფექტური და მოქმედი გზით გამოყენებისათვის, წარმატებების და უკმარისობის შეფასების, მათი ეფექტური გამოყენებისათვის წინააღმდეგობების გადალახვით და, აუცილებლობის შემთხვევაში, ერთობლივი გრძელვადიანი მიდგომის თვალსაზრისით პროგრამების ორიენტაციის შეცვლის გზით, რომელიც მიღებულია ამ კონვენციის თანახმად;

b)მრავალმხრივი ფინანსური ინსტიტუტების მმართველი ორგანოების, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონალური განვითარების ბანკების და ფონდების საზღვრებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებისათვის დახმარებას იმ მოქმედებებში, რომლებიც ხელს უწყობს კონვენციის შესრულებას, განსაკუთრებით ის მოქმედებათა პროგრამები, რომლებიც ტარდება რეგიონალური დანართების შესრულების ჩარჩოებში;

c)სწავლობენ გზებს, რომელთა მეშვეობით შეიძლება გააძლიერონ რეგიონალური და სუბრეგიონული თანამშრომლობა ეროვნულ დონეზე მისაღები მოქმედებების მხარდასაჭერად.

6.სხვა მხარეები წახალისებული არიან, რომ ნებაყოფილობით საფუძველზე უზრუნველყონ ცოდნა, ნოუ-ჰაუ და ტექნოლოგია, რომელიც შეეხება დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების გაუდაბნოებას და/ან ფინანსურ რესურსებს.

7.დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნების კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების სრულ შესრულებას დიდად დაეხმარებიან განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები, რაც მათ ეკისრებათ ამ კონვენციით, მათ შორის, კერძოდ, ის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებული არიან ფინანსურ რესურსებთან და ტექნოლოგიის გადაცემასთან. თავისი ვალდებულებების შესრულებისას განვითარებულმა ქვეყნებმა – კონვენციის მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და სიღარიბის ლიკვიდაციას აქვს პირველადი მნიშვნელობა დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის, განსაკუთრებით აფრიკისათვი