1.სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი წინამდებარეთი დაფუძნებულია, როგორც მხარეების კონფერენციის დამხმარე ორგანო, რათა უზრუნველყოს იგი გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლასთან და გვალვის შედეგების შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაციით და კონსულტაციით სამეცნიერო და ტექნიკურ საკითხებზე. კომიტეტის სესიები იმართება მხარეების კონფერენციის რიგით სესიებთან ერთად, ატარებს მრავალდარგობრივ ხასიათს და ღიაა ყველა მხარის მონაწილეებისათვის. მის შემადგენლობაში შედიან მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც კომპეტენტური არიან შესაბამის სფეროებში. მხარეების კონფერენცია თავის პირველ სესიაზე გადაწყვეტს კომიტეტის ტექნიკურ დავალებას.
2.მხარეების კონფერენცია დააფუძნებს და შეადგენს დამოუკიდებელ ექსპერტთა სიას, რომელთაც აქვთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სათანადო დარგში. სია დაფუძნებულია მხარეების წერილობით შენატანებზე, რაც ითვალისწინებს მრავალდარგობრივ მიდგომებს და ფართო გეოგრაფიული საზოგადოებების საჭიროებას.
3.მხარეების კონფერენციას საჭიროებისამებრ შეუძლია დანიშნოს სპეციალური ჯგუფები, რათა კომიტეტის მეშვეობით უზრუნველყოს ისინი ინფორმაციით და კონსულტაციებით სპეციფიკურ საკითხებზე, როგორიცაა გაუდაბნოებასთან ბრძოლა და გვალვის შედეგების შემცირების თანამედროვე სიტუაცია სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში. ამ ჯგუფში შევლენ სიაში შეტანილი ექსპერტები მრავალდარგობრივი მიდგომების და ფართო გეოგრაფიული საზოგადოებების საჭიროების გათვალისწინებით. ამ ექსპერტებს ექნებათ მეცნიერული და პრაქტიკული საფუძველი და დანიშნული იქნებიან მხარეების კონფერენციის მიერ, კომიტეტის რეკომენდაციით. მხარეების კონფერენცია მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ტექნიკურ დავალებას და ამ ჯგუფების მუშაობის პირობებ