1. ურთიერთშეთანხმებისა და სათანადო ეროვნული კანონმდებლობის და/ან პოლიტიკის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ დაზარალებულ რაიონებში მდგრადი განვითარების მიღწევის მიზნით, გაუდაბნოებასთან ბრძოლისათვის და გვალვის შედეგების შემცირებისათვის წაახალისონ, დააფინანსონ და/ან ხელი შეუწყონ, რომ დაფინანსდეს ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად საიმედო და სოციალურად მისაღები ტექნოლოგიების გადაცემა, შეძენა, ადაპტაცია და შემუშავება. ასეთი თანამშრომლობა განხორციელდება, შესაბამისად, ორმხრივად და მრავალმხრივად, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალური ცოდნის სრული გამოყენებით. კერძოდ, მხარეები:
a)სრულად გამოიყენებენ შესაბამის არსებულ ეროვნულ, სუბრეგიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო საინფორმაციო სისტემებს და კოორდინაციულ-საინფორმაციო მექანიზმებს არსებულ ტექნოლოგიებზე, მათ წყაროებზე, მის მიერ გარემოსათვის შექმნილ საკითხებზე და მათ წარმოქმნილ ძირითად პირობებზე ინფორმაციის გავრცელებისათვის;
b)ხელს შეუწყობენ ხელსაყრელ პირობებზე, მათ შორის, შეღავათიან და პრეფერენციალურ პირობებზე ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხედველობაში მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აუცილებლობას იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც უფრო მისაღებია პრაქტიკული გამოყენებისათვის ადგილობრივი მოსახლეობის სპეციფკიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, რისთვისაც პირველადი ყურადღება დაეთმობა ასეთი ტექნოლოგიის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ზემოქმედებას;
c)ფინანსური დახმარებით ან სხვა სათანადო საშუალებებით ხელს შეუწყობენ ტექნოლოგიურ თანამშრომლობას დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს შორის;
d)განავრცობენ ტექნოლოგიურ თანამშრომლობას დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებთან – კონვენციის მხარეებთან, თუ მიზანშეწონილ იქნება, ერთობლივი საწარმოების და განსაკუთრებით ისეთი სექტორების ჩართვით, რომლებიც ხელს უწყობენ ალტერნატიული საარსებო წყაროების ფორმირებას;
e)მიიღებენ შესაფერის ზომებს შიდა საბაზრო პირობების, აგრეთვე ფინანსური ან სხვაგვარი სტიმულების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს სათანადო ტექნოლოგიების, ცოდნის, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკული ღონისძიებების განვითარების, გადატანას, შეძენას და ადაპტაციას., აგრეთვე შემოიღებენ ზომებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ინტელექტუალური საკუთრების უფლების ადეკვატურ და ეფექტურ დაცვას.
2.სათანადო შესაძლებლობებისა და შესაფერისი ეროვნული კანონმდებლობის და/ან პოლიტიკის თანახმად, მხარეები დაიცავენ, წაახალისებენ და გამოიყენებენ. კერძოდ, შესაფერის ტრადიციულ და ადგილობრივ ტექნოლოგიებს, ცოდნას, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკულ გამოცდილებას. ამ მიზნით, ისინი ვალდებულებას იღებენ:
a)შეკრიბონ ინფორმაცია ასეთ ტექნოლოგიებზე, ნოუ-ჰაუზე და პრაქტიკულ ღონისძიებებზე და მათი პოტენციური გამოყენების შესაძლებლობებზე ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით და სადაც შესაძლებელია გაავრცელონ ასეთი ინფორმაცია შესაბამის სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მეშვეობით;
b)უზრუნველყონ ასეთი ტექნოლოგიების. ცოდნის, ნოუ-ჰაუ და პრაქტიკული ღონისძიებების სათანადო დაცვა და ის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თანასწორუფლებიანობის და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღოს პირდაპირი სარგებლობა მათი ნებისმიერი კომერციული გამოყენებისას ან მათ საფუძველზე ნებისმიერი ტექნოლოგიის შემუშავებისას;
c)წაახალისონ და აქტიური დახმარება გაუწიონ ასეთი ტექნოლოგიის, ცოდნის, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკული ღონისძიებების ან მათ ბაზაზე ახალი ტექნოლოგიის განვითარების სრულყოფას და გავრცელებას;
d)სათანადოდ წაახალისონ ასეთი ტექნოლოგიის, ცოდნის, ნოუ-ეაუს და პრაქტიკული ღონისძიებების ადაპტაცია ფართო გამოყენებისათვის და, შესაბამისად, გააერთიანონ ისინი თანამედროვე ტექნოლოგიასთან.
III განყოფილება. დამხმარე ზომე