სათანადო შესაძლებლობების მიხედვით მხარეები ერთმანეთს უთანხმდებიან, რათა გააერთიანონ და კოორდინაცია გაუწიონ შესაბამისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მონაცემების და ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზის ჩატარებას და გაცვლას დაზარალებულ რაიონებში მიწის დეგრადაციის სისტემატური გამოკვლევის უზრუნველსაყოფად და გვალვისა და გაუდაბნოების პროცესების და მისი შედეგების უკეთ გააზრების და გაანალიზების მიზნით. ამან უნდა უზრუნველყოს არასასურველი კლიმატური ცვლილებების დროული შეტყობინების და წინასწარი პროგნოზირების სისტემების სრულყოფა ყველა დონეზე მომხმარებლებისათვის, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის პრაქტიკული ფორმით. ამ მიზნით, მხარეები:
1. დაეხმარებიან და გააძლიერებენ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის ჩატარების და დაწესებულებების და სამსახურების გლობალური ქსელის მუშაობას, აგრეთვე სისტემატურ დაკვირვებას ყველა დონეზე, რისთვისაც, კერძოდ:
a)ისწრაფვიან გამოიყენონ შესაბამისი სტანდარტები და სისტემები;
b)თავს უყრიან შესაბამის მონაცემებს და სადგურებს, რომლებიც მოიცავს დაშორებულ რაიონებსაც;
c)იყენებენ და ავრცელებენ თანამედროვე ტექნოლოგიას მიწის დეგრადაციაზე მონაცემების შეგროვების, გადაცემის და შეფასებისათვის;
d)ამყარებენ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ეროვნულ, სუბრეგიონული და რეგიონალურ მონაცემებსა და საინფორმაციო ცენტრებსა და გლობალურ საინფორმაციო წყაროებს შორის.
2. უზრუნველყოფენ იმას, რომ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და გაცვლა პასუხობდეს ადგილობრივი საზოგადოებების და გადაწყვეტილებების მიმღებების მოთხოვნებს, იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივი საზოგადოებები ჩართული არიან ამ მოქმედებებში.
3. მხარს უჭერენ და უზრუნველყოფენ ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების და პროექტების შემდგომ განვითარებას, რაც გულისხმობს მონაცემების და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და გაცვლის განსაზღვრას, გატარებას, შეფასებას და დაფინანსებას, კერძოდ, ფიზიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექსურ ქსელში გაერთიანებას.
4. მთლიანად იყენებენ კომპეტენტური სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებას, კერძოდ, ავრცელებენ სხვადასხვა რეგიონებში მიზნობრივ ჯგუფებს შორის.
5. სრულ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციო-ეკონომიკური მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და გაცვლას და მათ შედარებას ფიზიკურ და ბიოლოგიურ მონაცემებთან.
6. გაცვლიან და ხელმისაწვდომს გახდიან ინფორმაციას საზოგადოებისათვის, რომელიც მონაწილეობს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში.
7. გაითვალისწინებენ რა შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას და/ან პოლიტიკას, გაცვლიან ინფორმაციას ცოდნაზე, რომელსაც ფლობს ადგილობრივი მოსახლეობა და რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას და მიიღებენ შესაბამის ზომებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლოს სარგებლობის მიღება თანასწორუფლებიანობის და ურთიერთშეთანხმების პირობების საფუძველზ