1.მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც უშუალოდ, ასევე შესაბამისი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, მოქმედების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში.
2.მხარეები შექმნიან სამოქმედო მექანიზმებს, კერძოდ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, რომ უზრუნველყონ უფრო სრული კოორდინაცია განვითარებული ქვეყნების მხარეებს და შესაბამის სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დუბლირების თავიდან ასაცილებლად, შეათანხმებენ მოქმედებებს და მიდგომებს და მაქსიმუმამდე გაზრდიან დახმარებით მიღებულ სარგებელს. დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეებში პრიორიტეტი მიეცემა კოორდინირებულ მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო თანამშრომლობასთან, იმ მიზნით, რომ მაქსიმუმამდე გაზარდონ რესურსების ეფექტური გამოყენება, უზრუნველყონ საპასუხო დახმარება და ხელი შეუწყონ მოქმედებათა ეროვნული პროგრამების და ამ კონვენციის პრიორიტეტების განხორციელება