1. წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარია სააგენტოს გენერალური დირექტორი.
2. დეპოზიტარი ხელშემკვრელ მხარეებს აცნობებს:
i) წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის შესახებ და ასევე რატიფიკაციის, მიღების, მოწონების, შეერთების ან დადასტურების შესახებ დოკუმენტების შესანახად ჩაბარების თაობაზე, 39-ე მუხლის შესაბამისად;
ii) კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ მე-40 მუხლის მიხედვით;
iii) შეტყობინებათა შესახებ კონვენციის თაობაზე და ასეთი დენონსაციის თარიღის შესახებ 42-ე მუხლის შესაბამისად;
iv) წინამდებარე კონვენციისადმი შემოთავაზებული შესწორებების შესახებ, რომლებსაც წარადგენენ ხელშემკვრელი მხარეები, შესწორებათა შესახებ, რომლებიც მიიღება შესაბამის დიპლომატიურ კონფერენციაზე, ანდა ხელშემკვრელ მხარეთა თათბირზე და ხსენებული შესწორებების ძალაში შესვლის შესახებ 41-ე მუხლის თანახმა