1. ეს ოქმი და 33 მუხლის შესაბამისად მიღებული შესწორებანი შესანახად ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გადაეცემა.
2. ორგანიზაციის გენერალური მდივანი:
ა) ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ოქმს ან შეუერთდა მას, ატყობინებს:
i) ყოველი ახალი ხელმოწერის ან შესანახად დოკუმენტის გადაცემის შესახებ, იმ თარიღის მითითებით, როცა ეს მოხდა;
ii) 30 მუხლის შესაბამისად ყოველი განცხადების ან შეტყობინების, მათ შორის განცხადების და გამოხმაურების შესახებ, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებულად მიიჩნევა;
iii) ამ ოქმის ძალაშიი შესვლის თარიღს;
iv) თარიღს, რომლიდანაც შეიძლება 31 მუხლით გათვალისწინებული დენონსაციების მოხდენა;
v) ნებისმიერი წინადადების შესახებ კომპენსაციის თანხების ფარგლების შეცვლის თაობაზე, რომელიც გაკეთდა 33 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად;
vi) 33 მუხლის 4 პუნქტის შესაბამისად მოწონებული ნებისმიერი შესწორების შესახებ;
vii) 33 მუხლის 7 პუნქტის შესაბამისად მიღებულად მიჩნეული ნებისმიერი შესწორების შესახებ, ამ მუხლის 8 და 9 პუნქტების შესაბამისად ამ შესწორების ძალაში შესვლის თარიღის მითითებით;
viii) ამ ოქმის დენონსაციის თაობაზე ნებისმიერი დოკუმენტის ჩაბარების შესახებ იმ თარიღის მითითებით, როცა ეს მოხდა, და იმ თარიღისა, როცა დენონსაცია ძალაშ იძენს;
ix) ნებისმიერი დენონსაციის შესახებ, რომელიც 34 მუხლის 5 პუნქტის თანახმად გაკეთებულად მიიჩნევა;
x) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომელსაც ამ ოქმის ნებისმიერი მუხლი მოითხოვს;
ბ) ამ ოქმის ორიგინალური ტექსტიდან დამოწმებულ ასლებს გადასცემს მის ხელმომწერ ყველა სახელმწიფოს და მასთან მიერთებულ ყველა სახელმწიფოს.
3. როგორც კი ეს ოქმი ძალაში შევა, ორგანიზაციის გენერალური მდივანი მის ტექსტს გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102 მუხლის შესაბამისად