1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა სულ ცოტა ერთი მეოთხედის თხოვნით ნებისმიერ წინადადებას ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 4 მუხლის 4 პუნქტში დადგენილი კომპენსაციის თანხის ფარგლების შეცვლის თაობაზე გენერალური მდივანი უგზავნის ორგანიზაციის ყველა წევრს და ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს.
2. ნებისმიერი წინადადება, შემოთავაზებულიც და დაგზავნილიც, როგორც ზემოთაა მითითებული, ორგანიზაციის იურიდიულ კომიტეტს განსახილველად გადაეცემა მისი დაგზავნიდან არა უადრეს ექვსი თვის შემდეგ.
3. ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ორგანიზაციის წევრი, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს იურიდიული კომიტეტის მუშაობაში შესწორებათა განხილვისა და მოწონებისათვის.
4. შესწორებებს იწონებს გაფართოებული შემადგენლობით იურიდიული კომიტეტის დამსწრე და მონაწილე ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ორი მესამედის უმრავლესობა, როგორც ეს გათვალისწინებულია 3 პუნქტით, იმ პირობით, რომ კენჭისყრას ესწრება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა სულ ცოტა ნახევარი.
5. ფარგლების შეცვლის შესახებ წინადადების განხილვისას იურიდიული კომიტეტი ითვალისწინებს მომხდარი ინციდენტების შედეგად შეძენილ გამოცდილებას და კერძოდ, მათ მიერ მიყენებულ ზარალს, აგრეთვე ვალუტის ღირებულების შეცვლას. კომიტეტი აგრეთვე ითვალისწინებს ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 4 მუხლის 4 პუნქტში დადგენილ ფარგლებს და ნავთობით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგელობის შესახებ 1992 წლის კონვენციის V მუხლის 1 პუნქტში დადგენილ ფარგლებს შორის კავშირს.
6. ა) ამ მუხლის შესაბამისად ფარგლების არანაირი შეცვალა არ განიხილება 1998 წლის 15 იანვრამდე ან ამ მუხლის შესაბამისად წინა შესწორების ძალაში შესვლის თარიღამდე ხუთ წელზე ადრე. ამ მუხლის შესაბამისად არანაირი შესწორება არ განიხილება ამ ოქმის ძალაში შესვლამდე.
ბ) არანაირი ზღვარი არ შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ გადაამეტოს ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციით დადგენილ შესაბამის ზღვარს, რომელიც წელიწადში რთული პროცენტებით დათვლილი ექვსი პროცენტითაა გაზრდილი 1993 წლის 15 იანვრიდან მოყოლებული.
გ) არანაირი ზღვარი არ შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ გადაამეტოს ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციით დადგენილ შესაბამის ზღვარს, გამრავლებულს სამზე.
7. 4 პუნქტის შესაბამისად მოწონებული ნებისმიერი შესწორების შესახებ ორგანიზაცია ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ატყობინებს. შესწორება მიღებულად მიიჩნევა შეტყობინების თარიღიდან თვრამეტთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოების არა ნაკლებ ერთი მეოთხედი, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოები არიან იურიდიული კომიტეტის მიერ შესწორების მოწონების დროს, არ აცნობებს ორგანიზაციას, რომ არ იზიარებს შესწორებას. ასეთ შემთხვევაში შესწორება არ მიიღება და ძალაში არ შედის.
8. შესწორება, რომელიც მიღებულად მიიჩნევა 7 პუნქტის შესაბამისად, ძალაში შედის მისი მიღებიდან თვრამეტი თვის შემდეგ.
9. ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შესწორების დებულებანი, თუ არ ახდენს ამ ოქმის დენონსირებას 34 მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად სულ ცოტა ექვსი თვით ადრე შესწორების ძალაში შესვლამდე. ასეთი დენონსაცია ძალას იძენს შესწორების ძალაში შესვლის მომენტიდან.
10. თუ იურიდიულმა კომიტეტმა შესწორება მოიწონა, მაგრამ არ გასულა მისი მიღებისათვის საჭირო თვრამეტთვიანი პერიოდი, სახელმწიფო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ხელშემკვრელი მხარე ხდება, ვალდებულია დაიცვას ამ შესწორების დებულებანი, თუ იგი ძალაში შევა. სახელმწიფო, რომელიც ამ პერიდის გასვლის შემდეგ ხელშემკვრელი სახელმწიფო ხდება, ვალდებულია დაიცვას 7 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორების დებულებანი. ამ პუნქტში ნახსენებ შემთხვევებში სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შესწორების დებულებანი მისი ძალაში შესვლის დროიდან ან ამ სახელმწიფოსათვის ამ ოქმის ძალაში შესვლის დროიდან, თუ ეს უფრო გვიან ხდება
მუხლი 33. კომპენსაციის ფარგლების შეცვლა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. 1. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია და ეს ოქმი წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთობაში განიხილება და განიმარტება როგორც ერთიანი დოკუმენტი
- მუხლი 28. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება
- მუხლი 29. ცნობები დასაბეგრი ნავთობის შესახებ
- მუხლი 30. ძალაში შესვლა
- მუხლი 31. 1969 და 1971 წლების კონვენციების დენონსაცია
- მუხლი 32. გადასინჯვა და შესწორებების შეტანა
- მუხლი 34. დენონსაცია
- მუხლი 35. ასამბლეის რიგგარეშე სესიები
- მუხლი 36. მოქმედების შეწყვეტა
- მუხლი 37. ფონდის ლიკვიდაცია
- მუხლი 38. დეპოზიტარი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე“, მუხლი 33. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211094/muxli-33/