ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი გადასახადები
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

1992 წლის

ოქმი

ნ ავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)

(ხელმოწერილია ქ. ლონდონში 27.11.1992)

2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით

1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე

(ლონდონი, 1992 წლის 27 ნოემბერი)

წინამდებარე ოქმის მონაწილეებმა,

განიხილეს რა, ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენცია და მისი 1984 წლის ოქმი,

აღნიშნეს, რომ ამ კონვენციის 1984 წლის ოქმი, რომელიც ითვალისწინებს გამოყენების სფეროს სრულყოფას და გაზრდილ კომპენ ს აციას,ჯერ არ შესულა ძალაში,

დაადასტურეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნავთობით დაბინძურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობისა და კომპენსაციის საერთაშორისო სისტემის ქმედუნარიანობის შენარჩუნებას,

შეგნებული აქვთ აუცილებლობა, უზრუნველყონ 1984 წლის ოქმის ძირითად შინაარსთან დაკავშირებული მისი დებულებების რაც შეიძლება დროზე ამოქმედება,

აღიარებენ მონაწილე სახელმწიფოთა უპირატესობას ისეთი პირობების შექმნაში, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში შეცვლილი კონვენცია თავდაპირველ კონვენციასთან ერთდროულად მოქმედებდეს და ავსებდეს მას,

დარწმუნებული არიან, რომ ჩასასხმელი ნავთობის საზღვაო გადაზიდვის შედეგად დაბინძურებით მიყენებული ზარალის ეკონომიკური შედეგები კვლავაც განაწილდება საზღვაო ტრანსპორტსა და ნავთობის ტვირთით დაინტერესებულ პირებს შორის,

ითვალისწინებენ ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის მიღებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

კონვენცია, რომელიც წინამდებარე ოქმის დებულებებით იცვლება, არის ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის 1971 წლის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ საერთაშორისო კონვენცია და შემდგომში იწოდება “1971 წლის ფონდის შესახებ კონვენციად”. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 1967 წლის ოქმის მონაწილე სახელმწიფოებისათვის ასეთი შენიშვნა მიიჩნევა ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის მომცველად.

    მუხლი 2

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 1 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:

1. “პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენცია” ნიშნავს ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის საერთაშორისო კონვენციას.

2. 1 პუნქტის შემდეგ ემატება შემდეგი ტექსტი:

1bis.“ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია” ნიშნავს ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის თაობაზე 1971 წლის საერთაშორისო კონვენციას. ამ კონვენციის 1976 წლის ოქმის მონაწილე სახელმწიფოებისთვის ეს ტერმინი მიიჩნევა ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის მომცველად.

3. 2 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:

2. სიტყვებს: “გემი, “პირი”, “გემის მესაკუთრე”, “ნავთობი”, “დაბინძურებით მიყენებული ზარალი”, “გამაფრთხილებელი ზომებ ი”,“ინცი დე ნტი”და “ორგანიზაცია” იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის 1 მუხლში.

4. პუნქტი 4 იცვლება შემდეგი ტექსტით:

4. “საანგარიშო ერთეულს” იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის Vმუხ ლ ის9 პუნქტში.

5. “გემის ტევადობას” იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციისVმუხლის 10 პუნქტში.

6. 7 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით

7. “გრანტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გემის მესაკუთრის დაზღვევას ან პასუხისმგებლობის სხვა ფინანსურ დახმარებას პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის VIIმუხლის 1 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 3

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 2 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. დაბინძურებით მიყენებული ზარალის კომპენსაციის საერთაშორისო ფონდი, რომელსაც ეწოდება “ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის საერთაშორისო ფონდი” და მოხსენიება როგორც “ფონდი”, წინამდებარე კონვენციით იქმნება იმისთვის, რომ:

ა) დაბინძურებით მიყენებული ზარალის კომპენსაცია უზრუნველყოს იმდენად, რამდენადაც პასუხისმგებლობის შესახებ 992 წლის კონვენციით უზრუნველყოფილი დაცვა არ არის საკმარისი;

ბ) განახორციელოს ამასთან დაკავშირებული მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით.

    მუხლი 4

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 3 მუხლი შემდეგი ტექსტით იცვლება:

წინამდებარე კონვენცია გამოიყენება მხოლოდ:

ა) იმ დაბინძურებით გამოწვეული ზარალის მიმართ, რომელიც მოხდა:

i) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიულ ზღვაში, და

ii) ხელშემკველი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ანუ, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ასეთი ზონა არ დაუდგენია, რაიონში, რომელიც ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთაა და ესაზღვრება მის ტერიტორიულ ზღვას, რომელიც ამ სახელმწიფომ დაადგინა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და მოიცავს არა უმეტეს 200 საზღვაო მილს, რომლებიც აითვლება საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აიზომება მის ტერიტორიული ზღვის სიგანე;

ბ) გამაფრთხილებელი ზომების მიმართ, რომლებსაც მიმართეს ასეთი ზარალის თავიდან აცილების ან შემცირებისათვის, სადაც კი უნდა განხორციელებულიყო ისინი.

    მუხლი 5

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 4-9 მუხლების სათაურში სიტყვები “და ანაზღაურება” ამოიშლება.

    მუხლი 6

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 4 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტში ექვსჯერ ნახსენები “პასუხისმგებლობის შესახებ კონვენციის” ხსენება იცვლება “პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის” ხსენებით.

2. 3 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:

3. თუ ფონდი დაამტკიცებს, რომ დაბინძურებით გამოწვეული ზარალი მთლიანად ან ნაწილობრივი შედეგად მოჰყვა ზარალის მიყენების განზრახვით დაზარალებული პირის მიერ ჩადენილ მოქმედებას ან უმოქმედობას, ან ამ პირის დაუდევრობის შედეგად წარმოიქმნა, ფონდი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს ასეთი პირისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისაგან. ყოველ შემთხვევაში, ფონდი ამ ვალდებულებებისაგან თავისუფლდება იმდენად, რამდენადაც გემის მესაკუთრე შეიძლება პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის III მუხლის 3 პუნქტის საფუძველზე. მაგრამ პასუხისმგებლობისაგან ფონდის ასეთი გათავისუფლება არ ვრცელდება გამაფრთხილებელ ზომებზე.

3. 4 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:

4. ა) ამ პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იმ კომპენსაციის საერთო თანხა, რომელსაც ფონდი იხდის ამ მუხლის საფუძველზე რომელიმე ერთი ინციდენტის მიმართ, იფარგლება იმგვარად, რომ ამ თანხის და კომპენსაციის თანხის ჯამი, რომელიც ფაქტობრივად გადახდილია პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის საფუძველზე წინამდებარე კონვენციის გამოყენების სფეროს ფარგლებში დაბინძურებით მიყენებული ზარალისათვის, როგორც ეს განსაზღვრულია 3 მუხლით, არ აღემატებოდა 135 მილიონ საანგარიშო ერთეულს.

ბ) “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ამ მუხლის საფუძველზე კომპენსაციის საერთო თანხა, რომელსაც ფონდი ხდის ამ მუხლის საფუძველზე თავისი ხასიათით განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი სტიქიური უბედურების შედეგად დაბინძურებით მიყენებული ზარალისათვის, არ აღემატება 135 მილიონ საანგარიშო ერთეულს.

გ) “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში ნახსენები კომპენსაციის მაქსიმალური თანხა 200 მილიონ საანგარიშო ერთეულს შეადგენს ნებისმიერი იმ პერიოდის განმავლობაში მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის მიმართ, როცა არსებობს წინამდებარე კონვენციის სამი მონაწილე, რომელთა მიმართაც წინა კალენდარული წლის განმავლობაში ასეთ მონაწილეთა ტერიტორიაზე პირთა მიერ მიღებული დასაბეგრი ნავთობის საერთო შესაბამისი ოდენობა უდრის ან აღემატება 600 მილიონ ტონას.

დ) პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის V მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად შექმნილ ფონდში დარიცხული პროცენტები, თუ ასეთი აღმოჩნდება, მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის საფუძველზე ფონდის მიერ გადასახდელი მაქსიმალური კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისას.

ე) ამ მუხლში ნახსენები თანხების ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა ხდება “გასესხების სპეციალური უფლების” ერთეულებში კომპენსაციის გადახდის პირველი თარიღის მიმართ ფონდის ასამბლეის გადაწყვეტილების თარიღისათვის ამ ვალუტის ღირებულების საფუძველზე.

4. 5 პუნქტი იცვლება შემდეგ ტექსტით:

5. იმ შემთხვევაში, როცა ფონდისათვის წაყენებული დამტკიცებული მოთხოვნების თანხა აღემატება 4 პუნქტის საფუძველზე გადასახდელი კომპენსაციის საერთო თანხას, არსებული თანხა ნაწილდება იმგვარად, რომ თანაფარდობა ნებისმიერ დამტკიცებულ მოთხოვნას და იმ კომპენსაციის თანხას შორის, რომელსაც ფაქტობრივად მოსარჩელე წინამდებარე კონვენციის საფუძველზე იღებს, ერთნაირი იყოს ყველა მოსარჩელესათვის.

5. 6 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:

6. ფონდის ასამბლეას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ გამონაკლის შემთხვევაში კომპენსაცია წინამდებარე კონვენციის შესაბამისად შეიძლება გადახდილ იქნეს, თუნდაც გემის მესაკუთრეს არ შეექმნას ფონდი პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის V მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გამოიყენება ამ მუხლის 4 “ე” პუნქტი.

    მუხლი 7

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 5 მუხლი.

    მუხლი 8

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 6 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტში პუნქტის ნომერი და სიტყვები “და 5 მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების უფლება” ამოიშლება.

2. 2 პუნქტი ამოიშლება.

    მუხლი 9

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 7 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1,3,4 და 6 პუნქტებში რვაჯერ ნახსენები პასუხისმგებლობის შესახებ კონვენცია იცვლება პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის ხსენებით.

2. 1 პუნქტში სიტყვები “ანაზღაურების შესახებ 5 მუხლის საფუძველზე” ამოიშლება.

3. 3 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები “ან ანაზღაურების” და “და 5” ამოიშლება.

4. 3 პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვები “ან 5 მუხლის 1 პუნქტის” ამოიშლება.

    მუხლი 10

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 8 მუხლში ნახსენები პასუხისმგებლობის შესახებ კონვენცია იცვლება პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის ხსენებით.

    მუხლი 11

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 9 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტი შემდეგი ტექსტით იცვლება:

1. წინამდებარე კონვენციის 4 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად დაბინძურებით გამოწვეული ზარალის კომპენსაციისათვის ფონდის მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხის მიმართ, ფონდი სუბროგაციის წესით გემის მესაკუთრის ან მისი გარანტის მიმართ იძენს იმ უფლებებს, რომლებიც პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის საფუძველზე ექნებოდა ასეთი კომპენსაციის მიმღებ პირს.

2. 2 პუნქტში სიტყვები “გადახდილია ანაზღაურება ან” იცვლება სიტყვით “გადახდილია”.

    მუხლი 12

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1 პუნქტის პირველი ფრაზა იცვლება შემდეგი ტექსტი:

ყოველი ხელშემკვრელი მხარის მიმართ ფონდში ყოველწლიურ შენატანებს იხდის ნებისმიერი პირი, რომელმაც 12 მუხლის “ა” ან 2 “ბ” პუნქტში მითითებული კალენდარული წლის განმავლობაში მიიღო მთლიანად 150 000 ტონაზე მეტი დასაბეგრი ნავთობი, რომელიც:

    მუხლი 13

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 11 მუხლი ამოიშლება.

    მუხლი 14

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 12 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტის პირველ ფრაზაში სიტყვები “10 მუხლში მითითებული ყოველი პირის”, ამოიშლება.

2. 1 “i” პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში სიტყვები “4 და 5 მუხლების” იცვლება სიტყვებით “4 მუხლის”, ხოლო სიტყვები “15 მილიონი ფრანკი” იცვლება სიტყვებით “ოთხი მილიონი საანგარიშო ერთეული”.

3. 1 “ii” “ბ” ქვეპუნტის ამოიშლება.

4. 1 “ii” “გ” ქვეპუნქტი ხდება “ბ” ქვეპუნქტი, ხოლო “დ” ქვეპუნქტი ხდება “გ” ქვეპუნქტი.

5. 2 პუნქტის პირველი ფრაზა იცვლება შემდეგი ტექსტით:

ასამბლეა ადგენს გადასახდელი შენატანების საერთო თანხას. ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ დირექტორი, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაზღვრავს 10 მუხლში მითითებული ნებისმიერი პირის ყოველწლიური შენატანის კონკრეტულ ოდენობას;

6. 4 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:

4. ყოველწლიური შენატანების გადახდა ხდება ფონდის შიდა რეგლამენტით დადგენილ დღეს. ასამბლეას შეუძლია დანიშნოს გადახდის სხვა თარიღი.

7. პუნქტი 5 იცვლება შემდეგი ტექსტით:

1. ფონდის ფინანსური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ასამბლეას შეუძლია გამოიყენოს გადაწყვეტილება 12 მუხლის 2 “ა” პუნქტის და 12 მუხლის 2 “ბ” პუნქტის შესაბამისად მიღებული სახსრების ფონდებს შორის გადანაწილების შესახებ.

7.6 პუნქტი ამოიშლება.

    მუხლი 15

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 13 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტი შემდეგი ტექსტით იცვლება:

1. 12 მუხლის საფუძველზე გადასახდელი ყოველი ვადაგასული შენატანის თანხაზე ირიცხება პროცენტები, რომელთა ოდენობა განისაზღვრება ფონდის შიდა რეგლამენტის შესაბამისად, ამასთან გარემოებათა მიხედვით შეიძლება დადგინდეს პროცენტების სხვადასხვა განაკვეთი.

1. 3 პუნქტში სიტყვები “10 და 11 მუხლების” იცვლება სიტყვებით “10 და 12 მუხლების”, ხოლო სიტყვები “სამ თვეზე მეტი” ამოიშლება.

    მუხლი 16

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 15 მუხლს ემატება ახალი მე-4 პუნქტი:

2. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებას, შეატყობინოს დირექტორს 2 პუნქტში მითითებული ცნობები და ეს ფინანსურ ზარალს აყენებს ფონდს, ეს ხელშემვკრელი სახელმწიფო ვალდებულია ფონდს აუნაზღაუროს ასეთი ზარალი. დირექტორის რეკომენდაციით ასამბლეა განსაზღვრავს, უნდა გადაიხადოს თუ არა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ ასეთი კომპენსაცია.

    მუხლი 17

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 16 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

ფონდის ორგანოებია ასამბლეა და სამდივნო, დირექტორის მეთაურობით.

    მუხლი 18

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 18 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. მუხლის პირველ წინადადებაში სიტყვები “, 26 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით”, ამოიშლება.

2. 8 პუნქტი ამოიშლება.

3. 9 პუნქტი იცვლება შემდეგი სიტყვებით:

9. აარსებს ნებისმიერ დროებით ან მუდმივ დამხმარე ორგანოს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს; განსაზღვრავს მისი გამგებლობის წრეს და ანიჭებს მას საჭირო უფლებამოსილებას დაკისრებულ ფუნქციათა შესასრულებლად; ასეთი ორგანოს წევრთა დანიშვნისას ასამბლეას ძალისხმევას მიმართავს, რათა უზრუნველყოფს წევრთა სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება და უზრუნველყოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შესაბამისი წარმომადგენლობა, რომელთა მიმართაც მიღებულია ყველაზე მეტი ოდენობის დასაბეგრი ნავთობი; ასამბლეის პროცედურის წესები შეიძლება გამოყენებული იქნეს, mutatis mutandis, ასეთი დამხმარე ორგანოს მუშაობისათვის.

4. 10 პუნქტში სიტყვები “, აღმასრულებელი კომიტეტის” ამოიშლება.

5. 11 პუნქტში სიტყვები “, აღმასრულებელ კომიტეტს” ამოიშლება.

6. 12 პუნქტი ამოიშლება.

    მუხლი 19

ფონდის შესახებ 1972 წლის კონვენციის 19 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:

1. ასამბლეის მორიგ სესიებს დირექტორი ყოველ კალენდარულ წელს იწვევს.

2. 2 პუნქტში სიტყვები “აღმასრულებელი კომიტეტის ან” ამოიშლება.

    მუხლი 20

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 21-27 მუხლები და ამ მუხლების სათაური ამოიშლება.

    მუხლი 21

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 29 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტი შემდეგი ტექსტით იცვლება:

1. დირექტორი ფონდის მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირია. ასამბლეის მითითებათა გათვალისწინებით ის უნდა ასრულებდეს იმ მოვალეობებს, რომლებსაც მას წინამდებარე კონვენცია, ფონდის შიდა რეგლამენტი და ასამბლეა აკისრებენ.

2. 2 “ე” პუნქტში სიტყვები “ან აღმასრულებელი კომიტეტის” ამოიშლება.

1. 2 “ვ” პუნქტში სიტყვები “, ან შესაბამის შემთხვევებში, აღმასრულებელ კომიტეტს” ამოიშლება.

2. პუნქტი 2 “ზ” იცვლება შემდეგი ტექსტით”:

3) ამზადებს, ასამბლეის თავმჯდომარესთან კონსულტაციით, და აქვეყნებს მოხსენებას წინა კალენდარული წლის განმავლობაში ფონდის საქმიანობის შესახებ;

3. 2 “თ” პუნქტში სიტყვები “, აღმასრულებელ კომიტეტს” ამოიშლება.

    მუხლი 22

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 31 მუხლის 1 პუნქტში სიტყვები “აღმასრულებელ კომიტეტსა და” ამოიშლება.

    მუხლი 23

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 32 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. პირველ ფრაზაში სიტყვები “და აღმასრულებელ კომიტეტში” ამოიშლება.

2. “ბ” ქვეპუნქტში სიტყვები “და აღმასრულებელ კომიტეტში” ამოიშლება.

    მუხლი 24

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 33 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:

1. 1 პუნქტი ამოიშლება.

2. 2. პუნქტში პუნქტის ნომერი ამოიშლება.

3. “გ” ქვეპუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:

გ) დამხმარე ორგანოების დაარსება 18 მუხლის 9 პუნქტის შესაბამისად და ამ დაარსებასთან დაკავშირებული საკითხები.

    მუხლი 25

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 35 მუხლი შემდეგი ტექსტი იცვლება:

1. პუნქტის საფუძველზე კომპენსაციის შესახებ სარჩელები, რომლებიც წარმოიქმნება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან მომხდარი ინციდენტის შედეგად, არ უნდა წარედგინოს ფონდს ამ თარიღიდან ასმეოცე დღის გასვლამდე.

    მუხლი 26

ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 36 მუხლის შემდეგ ემატება შემდეგი ოთხი ახალი მუხლი:

    მუხლი 36 bis

შემდეგი გარდამავალი დებულებანი გამოიყენება პერიოდის განმავლობაში, შემდგომში გარდამავალ პერიოდად წოდებული, რომელიც იწყება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან და მთავრდება იმ თარიღში, როცა ძალაში შედის ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის 31 მუხლით გათვალისწინებული დენონსაცია.

ა) წინამდებარე კონვენციის 2 მუხლის 1 “ა” პუნქტის გამოყენებისას პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის ხსენება შეიცავს ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციის ხსენებას თავდაპირველი რედაქციით ან მისი 1976 წლის ოქმით შეცვლილი რედაქციით (რომელსაც ამ მუხლში ეწოდება “პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენცია”), აგრეთვე ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის ხსენებას.

ბ) თუ ინციდენტს მოჰყვა დაბინძურებით გამოწეული ზარალი, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება, ფონდი კომპენსაციას უხდის დაბინძურებით დაზარალებულ ნებისმიერ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ ოდენობით, როგორითაც პირი ზარალის სრულ და საკმარის ანაზღაურებას ვერ მიიღებდა პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის, ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის და პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის საფუძველზე, იმ პირობით, რომ წინამდებარე კონვენციის მოქმედებაში მოქცეული დაბინძურებით მიყენებული ზარალის მიმართ, წინამდებარე კონვენციის მონაწილის, მაგრამ არა ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის მონაწილის მიმართ, ფონდი კომპენსაციას უხდის ნებისმიერ პირს, რომელმაც დაბინძურებით ზარალი განიცადა მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ ოდენობით, როგორითაც ეს პირი სრულ და საკმარის ანაზღაურებას ვერ მიიღებდა, ეს სახელმწიფო ყოველი ზემოხსენებული კონვენციის წევრი რომ ყოფილიყო.

გ) წინამდებარე კონვენციის 4 მუხლის გამოყენებისას, თანხა, რომელიც მხედველობაში მიიღება ფონდის მიერ გადასახდელი კომპენსაციის საერთო თანხის განსაზღვრისას, უნდა შეიცავდეს აგრეთვე ანაზღაურების თანხას, თუ ასეთი არსებობდა, ფაქტობრივად გადახდილს პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კომპენსაციის საფუძველზე, და კომპენსაციის თანხას, ფაქტობრივად გადახდილს ან კუთვნილს ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის საფუძველზე.

დ) წინამდებარე კონვენციის 9 მუხლის 1 პუნქტი გამოიყენება აგრეთვე უფლებების მიმართ, რომლებიც მინიჭებულია პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის საფუძველზე.

    მუხლი 36 ter

1. ამ მუხლის 4 პუნქტის გათვალისწინებით კალენდარული წლის განმავლობაში ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული დასაბეგრი ნავთობის მიმართ გადახდილი ყოველწლიური შენატანების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ კალენდარული წლის მიმართ ყოველწლიური შენატანების საერთო თანხის 27,5%-ს ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის თანახმად.

2. თუ 12 მუხლის 2 და 3 პუნქტების დებულებათა გამოყენება გამოიწვევს იმას, რომ მოცემული კალენდარული წლის მიმართ ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში გადამხდელთა მიერ გადახდილი შენატანების საერთო თანხა საერთოდ ყოველწლიური შენატანების 27,5%-ს გადააჭარბებს, ამ სახელმწიფოში ყველა გადამხდელის მიერ გადახდილი შენატანები პროპორციულად მცირდება, რათა მათი შენატანების საერთო თანხა უდრიდეს ამ წლის მიმართ ფონდში საერთო ყოველწლიური შენატანების 25,5%-ს.

3. თუ მოცემულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში პირთა მიერ გადახდილი შენატანები მცირდება ამ მუხლის 2 პუნქტის თანახმად, ყველა სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში პირთა მიერ გადახდილი შენატანები პროპორციულად მატულობს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ყველა იმ პირის მიერ გადახდილი შენატანების საერთო თანხა, რომლებიც ვალდებული არიან ფონდში შენატანები გადიხადონ შესაბამისი კალენდარული წლის მიმართ, შეესაბამებოდეს ასამბლეის მიერ განსაზღვრული შენატანების საერთო თანხას.

4. ამ მუხლის 1-3 პუნქტების დებულებანი მოქმედებს მანამ, სანამ ერთ კალენდარულ წელს ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მირებული დასაბეგრი ნავთობის საერთო ოდენობა არ შეადგენს 750 მილიონ ტონას, ან სანამ ხუთწლიანი პერიოდი არ გავა აღნიშნული 1992 წლის ოქმის ძალაში შესვლის თარიღიდან, იმისდა მიხედვით, თუ რომელიც უფრო ადრე დადგება.

    მუხლი 36 quarter

წინამდებარე კონვენციის დებულებების მიუხედავად, შემდეგი დებულებები გამოიყენება ფონდის სამართავად იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ერთდროულად მოქმედებს ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია და წინამდებარე კონვენცია:

ა) ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციით დაარსებული ფონდის სამდივნო (შემდგომში 1971 წლის ფონდად” წოდებული) და მისი დირექტორი აგრეთვე იმოქმედებენ როგორც ფონდის სამდივნო და დირექტორი.

ბ) თუ “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად 1971 წლის ფონდის სამდივნო და დირექტორი ასრულებენ აგრეთვე ფონდის სამდივნოსა და დირექტორის ფუნქციებს, 1971 წლის ფონდისა და ფონდის ინტერესებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, ფონდს წარმოადგენს ფონდის ასამბლეის თავმჯდომარე.

გ) დირექტორი, აგრეთვე მის მიერ დანიშნული პერსონალი და ექსპერტები წინამდებარე კონვენციის და ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შესაბამისად თავიანთი მოვალეობის შესრულებისას არ განიხილებიან როგორც წინამდებარე კონვენციის 30 მუხლის დებულებათა დარმღვევნი მანამ, სანამ ამ მუხლის შესაბამისად თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.

დ) ფონდის ასამბლეა უნდა ესწრაფოდეს, რომ არ გამოიყენოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც შეუსაბამო იქნებოდა 1971 წლის ფონდის ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ზოგად ადმინისტრაციულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში ფონდის ასამბლეამ ყოველი ღონე უნდა იხმაროს 1971 წლის ფონდის ასამბლეასთან კონსენსუსის მისაღწევად ორივე ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომოლობის სულისკვეთებით და საერთო მიზნების გათვალისწინებით.

ე) 1971 წლის ფონდის ასამბლეის გადაწყვეტილებით ფონდს შეიძლება გადაეცეს 1971 წლის ფონდის უფლებები, მოვალეობანი და აქტივები ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 44 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად.

ვ) ფონდი 1971 წლის ფონდს უნაზღაურებს ყველა ხარჯსა და დანახარჯს, რომლებიც წარმოიქმნა ფონდის სახელით 1971 წლის ფონდის მიერ ადმინისტრაციული სამსახურის შესრულების შედეგად.

    მუხლი 36 quinquies დასკვნითი დებულებანი

წინამდებარე კონვენციის დასკვნითი დებულებებია ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის 28-239მუხლები. წინამდებარე კონვენციაში ხელშემკვრელი სახელწო დ ება გაგებული უნდა იყოს როგორც ამ ოქმის ხელშემკვრელი სახელმწიფოები.

    მუხლი 27

1. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია და ეს ოქმი წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთობაში განიხილება და განიმარტება როგორც ერთიანი დოკუმენტი.

2.ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 1-36quinquiesმუხლებს ეწოდება ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის თაობაზე 1992 წლის საერთაშორისო კონვენცია (ფონდის შესახებ 1992 წლის კონვენცია).

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 28. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება

1. ეს ოქმი გახსნილია ხელმოსაწერად ლონდონსი1993 წლის 15 იანვრამდე 1994 წლის 14 იანვრამდე ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ, რომელმაც ხელი მოაწერა პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციას.

2. 4 პუნქტის დაცვის პირობით ხდება ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება მის ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ.

3. 4 პუნქტის დაცვის პირობით ეს ოქმი გახსნილია იმ სახელმწიფოთა მიერთებისათვის, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს.

4. ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მასთან მიერთება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფოებს, რომლებმაც მოახდინეს პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიუერთდნენ მას.

5. რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიერთება ხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით.

6. სახელმწიფო, რომელიც ამ ოქმის მონაწილეა, მაგრამ არ არის ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის მონაწილე, ვალდებულია დაიცვას ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კო ნ ვენციის დებულებანი ოქმის მონაწილე სხვა სახელმწიფოთა მიმართ, თუმცა ვალდებული არ არის დაიცვას ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის დებულებანი მის მონაწილეთა მიმართ.

7. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შესწორების თანახმად შესანახად არის გადაცემული, მიიჩნევა ამ შეცვლილ კონვენციასთან დაკავშირებულად ასეთი შესწორების გათვალისწინებით.

    მუხლი 29. ცნობები დასაბეგრი ნავთობის შესახებ

1. რომელიმე სახელმწიფოსათვის ამ ოქმის ძალაში შესვლამდე ეს სახელმწიფო 28 მუხლის 5 პუნქტში ნახსენები დოკუმენტის შესანახად გადაცემისას,შემდგომ კი ყოველწლიურად, იმ დღეს, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი დაადგენს, აცნობებს ყოველი იმ პირის სახელწოდებას და მისამართს, რომელიც ამ სახელმწიფოს მიმართ ვალდებულია შენატანები გადარიცხვის ფონდში ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ცნობები საქმესთან დაკავშირებული დასაბეგრი ნავთობის რაოდენობის შესახებ, რომელიც ყოველმა ასეთმა პირმა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიიღო წინა კალენდარული წლის განმავლობაში.

2. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურ ცნობებს იმ პირთა მიერ მიღებული დასაბეგრი ნავთობის რაოდენობის შესახებ, რომლებიც ვალ დ ებული არიან ფონდში შენატანები შეიტანონ ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოთა ნაცვლად დირექტორი გენერალურ მდივანს გადასცემს.

    მუხლი 30. ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის თორმეტი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როცა შესრულებული იქნება შემდეგი მოთხოვნები:

ა)სულ ცოტა რვა სახელმწიფომ ჩააბარა შესანახად ორგანიზაციის გენერალურ მდივანს დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ; და

ბ)ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა 29 მუხლის შესაბამისად მიიღო ცნობები იმის შესახებ, რომ პირებმა, რომლებიც ვალდებული არიან შეიტანონ შენატანები ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლის თანახმად, მიიღეს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მთლიანად სულ ცოტა 450 მილიონი ტონა დას ა ბეგრი ნავთობი.

2.მაგრა მ ეს ოქმი ძალაში არ შევა მანამ, სანამ ძალაში არ შევა პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენცია.

3. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს ამ ოქმის რატიფიკაციას, იღებს, ამტკიცებს ან უერთდება მას 1 პუნქტში მითითებული ძალაში შესვლის პირობების შესრულების შემდეგ, ეს ოქმი ძალაში შედის თორმეტ თვეში იმ თარიღის შემდეგ, რაც ასეთი სახელმწიფო შესანახად გადასცემს შესაბამის დოკუმენტს.

4. ნებისმიერ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის დროს შეუძლია განაცხადოს, რომ ასეთი დოკუმენტი ამ მუხლის მიზნებისათვის ძალას არ იძენს 31 მუხლში დადგენილი ექვსთვიანი პერიოდის გასვლამდე.

5. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც წინა პუნქტის შესაბამისად გააკეთა განცხადება, შეუძლია უკან გაითხოვოს იგი ნებისმიერ დროს ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთი გამოთხოვნა ძალას იძენს შეტყობინების მიღების თარიღიდან და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც ასეთი გამოთხოვნა გააკეთა, განიხილება როგორც სახელმწიფო, რომელმაც იმ დღეს შესანახად გადასცა თავისი დოკუმენტი ამ ოქმის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების შესახებ.

6. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის 13 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად გააკეთა განცხადება, მიიჩნევა სახელმწიფოდ, რომელმაც აგრეთვე განცხადება გააკეთა ამ მუხლის 4 პუნქტის შესაბამისად. 13 მუხლის 2 პუნქტში ნახსენები განცხადების გამოთხოვნა მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ გამოთხოვნად.

    მუხლი 31. 1969 და 1971 წლების კონვენციების დენონსაცია

30 მუხლის დაცვის პირობით ექვსი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, როცა შესრულდა შემდეგი მოთხოვნები:

ა)სულ ცოტა რვა სახელმწიფო გახდა ამ ოქმის მონაწილე ან ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, 30 მუხლის 4 პუნქტის დებულებათა დაცვის მიუხედავად, შესანახად გადასცეს დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ, და

ბ)ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, 29 მუხლის შესაბამისად მიიღო ცნობები, რომ პირებმა, რომლებიც არიან ან იქნებიან ვალდებული გადაიხადონ შენატანები ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლის შესაბამისად, წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიიღეს მთლიანად 750 მილიონი ტონა დასაბეგრი ნავთობი,

ამ ოქმის ყოველი მონაწილე და ყოველი სახელმწიფო, რომელმაც შესანახად გადასცა დოკუმენტი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ, 30 მუხლის 4 პუნქტის დებულებათა შესრულების მიუხედავად, ახდნენ ფონდის შესახებ 1971 კონვენციის და პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის დენონსაციას, თუ ამ კონვენციის მონაწილენი არიან, ამასთან დენონსაცია ძალაში შედის ზემოხსენებული ექვსთვიანი პერიოდის გასვლიდან თორმეტი თვის შემდეგ.

    მუხლი 32. გადასინჯვა და შესწორებების შეტანა

1. ორგანიზაციას შეუძლია მოიწვიოს კონფერენცია ფონდის შესახებ 1992 წლის კონვენციის გადასასინჯად და მასში შესწორებების შესატანად.

2. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციის ფონდის შესახებ 1992 წლის კონვენციის გადასასინჯად ან მასში შესწორებების შესატანად იწვევს ორგანიზაცია ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სულ ცოტა ერთი მესამედის თხოვნით.

    მუხლი 33. კომპენსაციის ფარგლების შეცვლა

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა სულ ცოტა ერთი მეოთხედის თხოვნით ნებისმიერ წინადადებას ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 4 მუხლის 4 პუნქტში დადგენილი კომპენსაციის თანხის ფარგლების შეცვლის თაობაზე გენერალური მდივანი უგზავნის ორგანიზაციის ყველა წევრს და ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს.

2. ნებისმიერი წინადადება, შემოთავაზებულიც და დაგზავნილიც, როგორც ზემოთაა მითითებული, ორგანიზაციის იურიდიულ კომიტეტს განსახილველად გადაეცემა მისი დაგზავნიდან არა უადრეს ექვსი თვის შემდეგ.

3. ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ორგანიზაციის წევრი, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს იურიდიული კომიტეტის მუშაობაში შესწორებათა განხილვისა და მოწონებისათვის.

4. შესწორებებს იწონებს გაფართოებული შემადგენლობით იურიდიული კომიტეტის დამსწრე და მონაწილე ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ორი მესამედის უმრავლესობა, როგორც ეს გათვალისწინებულია 3 პუნქტით, იმ პირობით, რომ კენჭისყრას ესწრება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა სულ ცოტა ნახევარი.

5. ფარგლების შეცვლის შესახებ წინადადების განხილვისას იურიდიული კომიტეტი ითვალისწინებს მომხდარი ინციდენტების შედეგად შეძენილ გამოცდილებას და კერძოდ, მათ მიერ მიყენებულ ზარალს, აგრეთვე ვალუტის ღირებულების შეცვლას. კომიტეტი აგრეთვე ითვალისწინებს ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ1971 წლის კონვენციის 4 მუხლის 4 პუნქტში დადგენილ ფარგლებს და ნავთობით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგელობის შესახებ 1992 წლის კონვენციის Vმუხლის 1 პუნქტში დადგენილ ფარგლებს შორის კავშირს.

6. ა)ამ მუხლის შესაბამისად ფარგლების არანაირი შეცვალა არ განიხილება 1998 წლის 15 იანვრამდე ან ამ მუხლის შესაბამისად წინა შესწორების ძალაში შესვლის თარიღამდე ხუთ წელზე ადრე. ამ მუხლის შესაბამისად არანაირი შესწორება არ განიხილება ამ ოქმის ძალაში შესვლამდე.

ბ)არანაირი ზღვარი არ შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ გადაამეტოს ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციით დადგენილ შესაბამის ზღვარს, რომელიც წელიწადში რთული პროცენტებით დათვლილი ექვსი პროცენტითაა გაზრდილი 1993 წლის 15 იანვრიდან მოყოლებული.

გ)არანაირი ზღვარი არ შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ გადაამეტოს ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციით დადგენილ შესაბამის ზღვარს, გამრავლებულს სამზე.

7. 4 პუნქტის შესაბამისად მოწონებული ნებისმიერი შესწორების შესახებ ორგანიზაცია ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ატყობინებს. შესწორება მიღებულად მიიჩნევა შეტყობინების თარიღიდან თვრამეტთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოების არა ნაკლებ ერთი მეოთხედი, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოები არიან იურიდიული კომიტეტის მიერ შესწორების მოწონების დროს, არ აცნობებს ორგანიზაციას, რომ არ იზიარებს შესწორებას. ასეთ შემთხვევაში შესწორება არ მიი ღ ება და ძალაში არ შედის.

8. შესწორება, რომელიც მიღებულად მიიჩნევა 7 პუნქტის შესაბამისად, ძალაში შედის მისი მიღებიდან თვრამეტი თვის შემდეგ.

9. ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შესწორების დებულებანი, თუ არ ახდენს ამ ოქმის დენონსირებას 34 მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად სულ ცოტა ექვსი თვით ადრე შესწორების ძალაში შესვლამდე. ასეთი დენონსაცია ძალას იძენს შესწორების ძალაში შესვლის მომენტიდან.

10. თუ იურიდიულმა კომიტეტმა შესწორება მოიწ ო ნა,მაგრამ არ გასულა მისი მიღებისათვის საჭირო თვრამეტთვიანი პერიოდი,სახელმწიფო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ხელშემკვრელი მხარე ხდება, ვალდებულია დაიცვას ამ შესწორების დებულებანი, თუ იგი ძალაში შევა. სახელმწიფო, რომელიც ამ პერიდ ი ს გასვლის შემდეგ ხელშემკვრელი სახელმწიფო ხდება, ვალდებულია დაიცვას 7 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორების დებულებანი. ამ პუნქტში ნახსენებ შემთხვევებში სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შესწორების დებულებანი მისი ძალაში შესვლის დროიდან ან ამ სახელმწიფოსათვის ამ ოქმის ძალაში შესვლის დროიდან, თუ ეს უფრო გვიან ხდება.

    მუხლი 34. დენონსაცია

1. ამ ოქმის დენონსირება შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს ამ მონაწილისთვის მისი ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ.

2. დენონსაცია ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტის ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად გადაცემის გზით.

3. დენონსაცია ძალას ი ძ ენს იმ თარიღიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ, როცა დენონსაციის შესახებ დოკუმენტი შესანახად გადაეცა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელიც შეიძლება ამ დოკუმენტში იყოს მითითებული.

4. პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის დენონსაცია განიხილება როგორც ამ ოქმის დენონსაცია. ასეთი დენონსაცია ძალაშია იმ თარიღიდან, როცა ძალას იძენს პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის დენონსაცია ამ ოქმის 16 მუხლის შესაბამისად.

5. ამ ოქმის ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელსაც არ მოუხდენია ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის და პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის დენონსაცია, როგორც ამას 31 მუხლი მოითხოვს, განიხილება როგორც სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ამ ოქმის დენონსირება, ამასთან ასეთი დენონსაცია ძალაში შედის ამ მუხლში მითითებული ექვსთვიანი პერიოდის გასვლიდან თორმეტი თვის შემდეგ. იმ თარიღიდან, როცა ძალაში შედის 31 მუხლით გათვალისწინებული დენონსაციები, ამ ოქმის ნებისმიერი მონაწილე, რომელიც შესანახად აბარებს დოკუმენტს პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების შესახებ 1969 წლის კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების შესახებ განიხილება როგორც სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ამ ოქმის დენონსანცია, ამასთან ასეთი დენონსაცია ძალას იძენს იმ თარიღიდან, როცა ძალას იძენს ასეთი დოკუმენტი.

1. ამ ოქმის მონაწილეთა ურთიერთობაში ნებისმიერი მათგანის მიერ ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის დენონსაცია მისი 41 მუხლის შესაბამისად არანაირად არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის დენონსაცია.

2. ამ მუხლის შესაბამისად რომელიმე მონაწილის მიერ ამ ოქმის დენონსაციის მიუხედავად, კვლავაც გამოიყენება ამ ოქმის ნებისმიერი დებულება, რომელიც ეხება ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლის თანახმად შენატანების გადახდის ვალდებულებებს ინციდენტის მიმართ, რომელიც ნახსენებია ამ შეცვლილი კონვენციის 13 მუხლის 2 „ბ“ პუნქტში და მოხდა მანამ, სანამ დენონსაცია ძალაში შევიდოდა.

    მუხლი 35. ასამბლეის რიგგარეშე სესიები

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შესანახად ჩააბარა დოკუმენტი დენონსაციის შესახებ, რის შედეგადაც, მისი აზრით, შენატანების დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება დანარჩენი ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის, შეუძლია დირექტორს სთხოვოს მოიწვიოს ასამბლეის რიგგარეშე სესია. დირექტორი ასამბლეას იწვევს ასეთი თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს სამოც დღეში.

2. დირექტორს შეუძლია საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს ასამბლეის რიგგარეშე სესია დენონსაციის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის შესანახად გადაცემის შემდეგ, თუ მიიჩნევს, რომ ასეთ დენონსაციას შედეგად მოჰყვება შენატანების დონის მნიშვნელოვანი გაზრდა დანარჩენი ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის.

3. თუ 1 ან 2 პუნქტის შესაბამისად მოწვეულ რიგგარეშე სესიაზე ასამბლეა გადაწყვეტს, რომ დენონსაცია გამოიწვევს შენატანების დონის მნიშვნელოვან გაზრდას დანარჩენი ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის, ამ სახელმწიფოთაგან ნებისმიერს შეუძლია, არა უგვიანეს ას ოც დღეში იმ თარიღამდე, როცა ეს დენონსაცია ძალაში შედის, მოახდინოს ამ ოქმის დენონსაცია, ამასთან ეს დენონსაცია იმავე თარიღში იძენს ძალას.

    მუხლი 36. მოქმედების შეწყვეტა

1. ამ ოქმის მოქმედება წყდება იმ თარიღში, როცა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რიცხვი სამზე ნაკლები ხდება.

2. სახელმწიფოები, რომლებიც ვალდებული რჩებიან დაიცვან ამ ოქმის დებულებანი იმ დღისთვის, რომელიც წინ უძღვის მისი მოქმედების შეწყვეტის თარიღს, მიმართავენ ზომებს, რათა ფონდს შეეძლოს შეასრულოს ამ ოქმის 37 მუხლში მითითებული თავისი ფუნქციები და ვალდებული რჩება დაიცვას ამ ოქმის დებულებანი მხოლოდ ამ მიზნისათვის.

    მუხლი 37. ფონდის ლიკვიდაცია

1. თუ ამ ოქმის მოქმედება წყდება, ფონდი, ამის მიუხედავად:

ა) ასრულებს თავის მოვალეობას ოქმის მოქმედების შეწყვეტამდე მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის მიმართ;

ბ) ახორციელებს თავის უფლებებს შენატანების მიმართ იმდენად, რამდენადაც ეს შენატანები აუცილებელია „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვალდებულებათა შესრულებისათვის, მათ შორისაა ამ მიზნებისათვის აუცილებელი ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები.

2. ასამბლეა ყველა საჭირო ზომას მიმართავს ფონდის ლიკვიდაციის დასრულებისათვის, მათ შორისაა ნებისმიერი დარჩენილი აქტივების სამართლიან საფუძველზე განაწილება იმ პირთა შორის, რომლებმაც ფონდში შენატანები გადაიხადეს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ფონდი კვლავაც იურიდიულ პირად რჩება.

    მუხლი 38. დეპოზიტარი

1. ეს ოქმი და 33 მუხლის შესაბამისად მიღებული შესწორებანი შესანახად ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გადაეცემა.

2. ორგანიზაციის გენერალური მდივანი:

ა) ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ოქმს ან შეუერთდა მას, ატყობინებს:

i) ყოველი ახალი ხელმოწერის ან შესანახად დოკუმენტის გადაცემის შესახებ, იმ თარიღის მითითებით, როცა ეს მოხდა;

ii) 30 მუხლის შესაბამისად ყოველი განცხადების ან შეტყობინების, მათ შორის განცხადების და გამოხმაურების შესახებ, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებულად მიიჩნევა;

iii) ამ ოქმის ძალაშიი შესვლის თარიღს;

iv) თარიღს, რომლიდანაც შეიძლება 31 მუხლით გათვალისწინებული დენონსაციების მოხდენა;

v) ნებისმიერი წინადადების შესახებ კომპენსაციის თანხების ფარგლების შეცვლის თაობაზე, რომელიც გაკეთდა 33 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად;

vi) 33 მუხლის 4 პუნქტის შესაბამისად მოწონებული ნებისმიერი შესწორების შესახებ;

vii) 33 მუხლის 7 პუნქტის შესაბამისად მიღებულად მიჩნეული ნებისმიერი შესწორების შესახებ, ამ მუხლის 8 და 9 პუნქტების შესაბამისად ამ შესწორების ძალაში შესვლის თარიღის მითითებით;

viii) ამ ოქმის დენონსაციის თაობაზე ნებისმიერი დოკუმენტის ჩაბარების შესახებ იმ თარიღის მითითებით, როცა ეს მოხდა, და იმ თარიღისა, როცა დენონსაცია ძალაშ იძენს;

ix) ნებისმიერი დენონსაციის შესახებ, რომელიც 34 მუხლის 5 პუნქტის თანახმად გაკეთებულად მიიჩნევა;

x) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომელსაც ამ ოქმის ნებისმიერი მუხლი მოითხოვს;

ბ)ამ ოქმის ორიგინალური ტექსტიდან დამოწმებულ ასლებს გადასცემს მის ხელმომწერ ყველა სახელმწიფოს და მასთან მიერთებულ ყველა სახელმწიფოს.

3. როგორც კი ეს ოქმი ძალაში შევა, ორგანიზაციის გენერალური მდივანი მის ტექსტს გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102 მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 39. ენები

ეს ოქმი შედგენილია ერთ ორიგინალურ ეგზემპლარად ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, ამასთან ყოველი ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

შესრულებულია ლონდონში ათას ცხრაას ოთ ხ მოცდათორმეტი წლის შვიდ ნოემბერს.

რის დასტურადაც ქვემორე ხელისმომწერებმა, საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს ამ ოქმს.

(ხელმოწერები)