1. თუ ამ ოქმის მოქმედება წყდება, ფონდი, ამის მიუხედავად:
ა) ასრულებს თავის მოვალეობას ოქმის მოქმედების შეწყვეტამდე მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის მიმართ;
ბ) ახორციელებს თავის უფლებებს შენატანების მიმართ იმდენად, რამდენადაც ეს შენატანები აუცილებელია „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვალდებულებათა შესრულებისათვის, მათ შორისაა ამ მიზნებისათვის აუცილებელი ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები.
2. ასამბლეა ყველა საჭირო ზომას მიმართავს ფონდის ლიკვიდაციის დასრულებისათვის, მათ შორისაა ნებისმიერი დარჩენილი აქტივების სამართლიან საფუძველზე განაწილება იმ პირთა შორის, რომლებმაც ფონდში შენატანები გადაიხადეს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ფონდი კვლავაც იურიდიულ პირად რჩება