1. წინამდებარე კონვენციით ფუძნდება „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი“, შემდგომში „ფონდი“.
2. ეს ფონდი, იუნესკოს დებულების შესაბამისად, წარმოადგენს მიზნობრივ ფონდს.
3. ფონდის სახსრები შედგება:
ა) მონაწილე სახელმწიფოთა შენატანებისგან;
ბ) იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ ამ მიზნით ასიგნებული სახსრებისაგან;
გ) შენატანების, შემოწირულობების ან სამემკვიდრეო ქონებისაგან, რომლებიც შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს:
● სხვა ქვეყნების მიერ;
● გაეროს სისტემის ორგანიზაციებისა და პროგრამების, კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის; და სხვა საერთაშორსიო ორგანიზაციების მიერ;
● სახელმწიფო ან კერძო ორგანოების ან კერძო პირების მიერ;
● ამ ფონდის სასხრებზე ნებისმიერი პროცენტული დანარიცხებით;
● ფონდის სასარგებლოდ ორგანიზებული ღონისძიებებისაგან მიღებული თანხებით;
● კომიტეტის მიერ შემუშავებული და ფონდის დებულებით თანხებით;
● კომიტეტის მიერ შემუშავებული და ფონდის დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალებებით.
4. სახსრების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი გენერალური ასამბლეის სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე.
5. კომიტეტს შეუძლია სხვა ფორმებით მიიღოს ზოგადი ან კონკრეტული მიზნებისათვის განკუთვნილი შენატანები და დახმარებები, რომლებიც დაკავშირებულია განსაზღვრულ პროექტებთან იმ პირობით, რომ ასეთ პროექტებს კომიტეტი მოიწონებს.
6. ფონდში შენატანები არ შეიძლება განხორციელდეს რაიმე პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა მოსაზრებებით, რომლებიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის მიზნებთა