1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობა ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას და, ასევე, მონაწილე სახელმწიფოებისათვის დახმარების მექანიზმის შემუშავებას არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით.
2. მონაწილე სახელმწიფოები, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობისა და ჩვეულებითი სამართლის ნორმებისათვის ზიანის მიუყენებლად, აღიარებენ, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კაცობრიობის საერთო ინტერესს წარმოადგენს და, ამ მიზნით, იღებენ ორმხრივ, ქვერეგიონულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე თანამშრომლობის ვალდებულება