თითოეული მონაწილე სახელმწიფო, მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და როლის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ატარებს საერთო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის როლის ამაღლებასა და ამ მემკვიდრეობის დაცვის ჩართვას დაგეგმარების პროგრამებში;

ბ) ნიშნავს ან ქმნის ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ორგანოს მის ტერიტორიაზე არსებული არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით;

გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფრთხის წინაშე არსებული არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეფექტიანობის მიზნით ხელს შეუწყობს კვლევების ჩატარებას სამეცნიერო, ტექნიკურ და ხელოვნებათმცოდნეობის დარგებში, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მეთოდოლოგიის შემუშავებას;

დ) იღებს შესაბამის იურიდიულ, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზომებს, რომელთა მიზანია:

● ხელი შეუწყოს არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში კადრების მომზადების მიზნით შესაბამისი ინსტიტუტების შექმნას ან განმტკიცებას, აგრეთვე ამ მემკვიდრეობის გავრცელებას ფორუმების მეშვეობით, რომლებიც ითვალისწინებს მათ წარმოჩენასა და გაცნობას;

● უზრუნველყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობა იმ არსებული პრაქტიკის გამოყენებით, რომელიც განსაზღვრავს ამგვარი მემკვიდრეობის ამა თუ იმ ასპექტის ხელმისაწვდომობის წესებს;

● შექმნას არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციაზე მომუშავე დაწესებულებები და გააადვილოს მისი ხელმისაწვდომობ