1. კომიტეტი ანგარიშვალდებულია გენერალური ასამბლეის წინაშე და წარუდგენს მოხსენებებს მთელი თავისი საქმიანობისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
2. კომიტეტი ამტკიცებს თავის შინაგანაწესს წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.
3. კომიტეტს შეუძლია დროებით შექმნას სპეციალური საკონსულტაციო ორგანოები, რომლებიც საჭიროდ მიაჩნია მის წინაშე დასმული ამოცანის შესასრულებლად.
4. კომიტეტს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ თავის სხდომებზე მიიწვიოს ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები, ასევე ცალკეული პირები, რომელთა კომპეტენცია აღიარებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა სფეროშ