1. კომიტეტის წევრი-ქვეყნების არჩევნები ხორციელდება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილებისა და სამართლიანი როტაციის შესაბამისად.
2. კომიტეტის წევრი-ქვეყნები აირჩევა გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ ოთხი წლის ვადით.
3. თუმცა თავდაპირველი არჩევნების შედეგად არჩეული კომიტეტის წევრი-ქვეყნების ნახევარს უფლებამოსილების ვადა განესაზღვრება ორი წლით. ეს ქვეყნები აირჩევა კენჭისყრით თავდაპირველი არჩევნების დროს.
4. გენერალური ასამბლეა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ანახლებს კომიტეტის წევრი–ქვეყნების შემადგენლობის ნახევარს.
5. იგი ასევე ირჩევს კომიტეტის წევრი-ქვეყნების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების შესავსებად.
6. კომიტეტის წევრი-ქვეყანა არ შეიძლება არჩეულ იქნეს უფლებამოსილების ზედიზედ ორი ვადით.
7. კომიტეტის წევრი-ქვეყნები თავიანთ წარმომადგენლებად ირჩევენ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ კომპეტენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა სფეროშ