წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული სხვა მოვალეობებისათვის ზიანის მიუყენებლად, კომიტეტის ფუნქციები მდგომარეობს შემდეგში:
ა) კონვენციის მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, წახალისება და მისი შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ბ) მოწინავე პრაქტიკასთან დაკავშირებული კონსულტაციების მოწყობა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზომების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
გ) ფონდის სახსრების გამოყენების გეგმის პროექტის მომზადება და, 25-ე მუხლის შესაბამისად; დასამტკიცებლად გენერალურ ასამბლეაზე წარდგენა;
დ) ფონდის რესურსების ზრდის საშუალებათა გამოძებნა და, 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ მიზნით აუცილებელი ზომების მიღება;
ე) კონვენციის შესასრულებლად საჭირო დირექტივების მომზადება და გენერალურ ასამბლეაზე დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) 29-ე მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებების განხილვა და მათი რეზიუმის სახით გენერალური ასამბლეისათვის მიწოდება;
ზ) მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვა და, კომიტეტის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებებისა და გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება:
● მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებში ხსენებული წინადადებების სიებში ჩართვა და შერჩევა;
● 22-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო დახმარების გაწევ