1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე და კომიტეტის მიერ შემუშავებული და გენერალურ ასამბლეაზე დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, კომიტეტი ხელს უწყობს მემკვიდრეობის დაცვის იმ ეროვნული, სუბრეგიონალური ან რეგიონალური პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც, მისი აზრით, განვითარებადი ქვეყნების განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით, საუკეთესოდ ასახავს წინამდებარე კონვენციის პრინციპებსა და მიზნებს.
2. ამ მიზნით იგი იღებს, იხილავს და ამტკიცებს მონაწილე სახელმწიფოების მიერ ფორმულირებულ განაცხადებს საერთაშორისო დახმარების გაწევის შესახებ.
3. აღნიშნული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, კომიტეტი უზრუნველყოფს მოწინავე პრაქტიკის გავრცელებას მის მიერ დადგენილი საშუალებებით.
V. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარე