1. ამ ოქმის დენონსირება შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს ამ მონაწილისთვის მისი ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ.
2. დენონსაცია ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტის ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად გადაცემის გზით.
3. დენონსაცია ძალას იძენს იმ თარიღიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ, როცა დენონსაციის შესახებ დოკუმენტი შესანახად გადაეცა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელიც შეიძლება ამ დოკუმენტში იყოს მითითებული.
4. პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის დენონსაცია განიხილება როგორც ამ ოქმის დენონსაცია. ასეთი დენონსაცია ძალაშია იმ თარიღიდან, როცა ძალას იძენს პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის დენონსაცია ამ ოქმის 16 მუხლის შესაბამისად.
5. ამ ოქმის ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელსაც არ მოუხდენია ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის და პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის დენონსაცია, როგორც ამას 31 მუხლი მოითხოვს, განიხილება როგორც სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ამ ოქმის დენონსირება, ამასთან ასეთი დენონსაცია ძალაში შედის ამ მუხლში მითითებული ექვსთვიანი პერიოდის გასვლიდან თორმეტი თვის შემდეგ. იმ თარიღიდან, როცა ძალაში შედის 31 მუხლით გათვალისწინებული დენონსაციები, ამ ოქმის ნებისმიერი მონაწილე, რომელიც შესანახად აბარებს დოკუმენტს პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების შესახებ 1969 წლის კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების შესახებ განიხილება როგორც სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ამ ოქმის დენონსანცია, ამასთან ასეთი დენონსაცია ძალას იძენს იმ თარიღიდან, როცა ძალას იძენს ასეთი დოკუმენტი.
1. ამ ოქმის მონაწილეთა ურთიერთობაში ნებისმიერი მათგანის მიერ ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის დენონსაცია მისი 41 მუხლის შესაბამისად არანაირად არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის დენონსაცია.
2. ამ მუხლის შესაბამისად რომელიმე მონაწილის მიერ ამ ოქმის დენონსაციის მიუხედავად, კვლავაც გამოიყენება ამ ოქმის ნებისმიერი დებულება, რომელიც ეხება ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლის თანახმად შენატანების გადახდის ვალდებულებებს ინციდენტის მიმართ, რომელიც ნახსენებია ამ შეცვლილი კონვენციის 13 მუხლის 2 „ბ“ პუნქტში და მოხდა მანამ, სანამ დენონსაცია ძალაში შევიდოდა
მუხლი 34. დენონსაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 62. (1) კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მისი დენონსირება დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსირება შესაძლოა შეზღუდული იყოს გარკვეული ტერიტორიული ერთეულებით, რომელ
- მუხლი 39. დენონსაცია
- მუხლი 64. დენონსაცია
- მუხლი 66. დენონსაცია
- მუხლი 31. 1. მხარე-სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის გაკეთებული შეტყობინების გზით. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინებ
- მუხლი 28. [კონვენციის დენონსაცია]
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება
- მუხლი 29. ცნობები დასაბეგრი ნავთობის შესახებ
- მუხლი 30. ძალაში შესვლა
- მუხლი 31. 1969 და 1971 წლების კონვენციების დენონსაცია
- მუხლი 32. გადასინჯვა და შესწორებების შეტანა
- მუხლი 33. კომპენსაციის ფარგლების შეცვლა
- მუხლი 35. ასამბლეის რიგგარეშე სესიები
- მუხლი 36. მოქმედების შეწყვეტა
- მუხლი 37. ფონდის ლიკვიდაცია
- მუხლი 38. დეპოზიტარი
- მუხლი 39. ენები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე“, მუხლი 34. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211094/muxli-34/